LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტიის ოფისში დღეს 19:00 საათზე შეიკრიბებიან

32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტიის ოფისში დღეს, 19:00 საათზე, კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციებს გამართავენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ისინი სავარაუდოდ 11 სამინისტროზე შეჯერდნენ, თუმცა სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები სავარაუდოდ დღეს დასრულდება.

“შაბათს იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ სახელმწიფო მდივანი არაფერ შუაშია და თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს კონკრეტული ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები