LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი : ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

29

„ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ჩვენი გაწევრიანების მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,“ – ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუს დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველომ სამოდამოდ გამორიცხა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სამხედრო გზით. 

მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მდგომარეობს ნდობის ხარისხის ამაღლებაში ერთის მხრივ ქართველებს, ხოლო მეორეს მხრივ აფხაზებსა და ოსებს შორის. ნატოს წევრობას კი ამასთან არაფერი აქვს საერთო. ნატოსთან თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ სამხედრო მფარველობის მოპოვება არ არის,“ – აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შემოერთებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანია და მოიცავს ბევრ პროვოკაციას. 

მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობთ ტემპერატურის დაწევას და ვერიდებით მტრულ და აგრესიულ რიტორიკას, რუსი პოლიტიკოსების მხრიდან, სამწუხაროდ, არ არის შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუღალავად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ისახავს მიზნად რუსეთისთვის დამუქრებას. ჩვენ გვსურს რუსეთთან ვითანამშრომლოთ და ვერ ვხედავთ ვერავითარ წინააღმდეგობას, ამავდროულად, დასავლეთისკენ გზაზე სვლა რომ განვაგრძოთ,“ – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები