LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პრემიქსში” ავტონაწილებზე საზაფხულო აქცია დაიწყო

232

ავტონაწილების მაღაზიათა ქსელი „პრემიქსი“ მომხმარებლებს საზაფხულო აქციას სთავაზობს. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს ავტონაწილებს ან სერვისს, საჩუქრად მიიღებს 50 ქულას “უნიქარდზე”. საჩუქარი ყოველ 100 ლარიან შენაძენზე ვრცელდება, ხოლო შეთავაზება 10 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „პრემიქსში“ ევროპული, ამერიკული და იაპონური ბრენდებია წარმოდგენილი: ENEOS; NGK|NTK; Schaeffler Group: LUK, FAG, INA | Ruville; Victor Reinz; DENSO; MONROE; JS-ASAKASHI; MAHLE/Behr; SIDEM; Sankei 555; AKEBONO; Zimmermann; SWAG; REMSA; SUN & UNISOL; KYB; BREMI; HUTCHINSON; WYNNS; FORCH; GKN; KING; SALERI; SM.

მათივე ინფორმაციით, თითქმის ყველა მარკის ავტომობილისთვის ხელმისაწვდომია პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი: საცხებ-საპოხი საშუალებები, ჰიდრავლიკის სითხე, ფილტრები, სამუხრუჭე სითხე, ანტიფრიზი, სამუხრუჭე ხუნდები, ხელსაწყოები, საავტომობილო ქიმია, დამლუქავი პროდუქტები, ღვედები და დამჭიმები, აალების სანთლები, ამორტიზატორები, ძრავის ნაწილები, ელექტორნიკა, აალების სანთლები, საავტომობილო ქიმია და სხვაა..

ცნობისთვის, ”პრემიქსში” 30 სახეობის, 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის, როგორც საცალო, ასევე საბითუმო შესყიდვაა შესაძლებელი. ავტონაწილების მაღაზიათა ქსელი „პრემიქსი“ 2002 წელს დაფუძნდა  და  დღევანდელი სახელწოდებით 2012 წლიდან ოპერირებს.  2017 წლისთვის კომპანიის მომხმარებლებმა 1,530,474-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების საქონელი შეისყიდა.  

ავტონაწილების მაღაზიათა ქსელი „პრემიქსი“ მდებარეობს მისამართებზე:

  • ქ. თბილისი 0159, პ. იბერის ქ. 19 (ავტომომსახურების ცენტრი);
  • ქ. თბილისი 0154, რ. აგლაძის ქ. 39 (ცენტრალური მაღაზია);
  • ქ. თბილისი 0172, ა. გობრონიძის ქ. 25;
  • ქ. ქუთაისი 4600, ნიკეას ქ. 16.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები