LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად გია ყანჩელის შემოქმედებით საღამოს დაესწრო

22

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად გია ყანჩელის შემოქმედებით საღამოს დაესწრო, რომელიც იტალიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა.

კონცერტზე საგანგებოდ თბილისში ჩამოსულმა იტალიელმა პიანისტმა ალესანდრო სტელამ კომპოზიტორის მიერ კინოსა და თეატრისათვის შექმნილი ნაწარმოებები შეასრულა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო ასევე, ცნობილმა ქართველმა მეცოსოპრანომ ნინო სურგულაძემ, რომლისთვისაც გია ყანჩელმა ახალი კომპოზიციები შექმნა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად კონცერტს დაესწრო საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

12722102_1116363705070705_423490978_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები