LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა

47

პრეზიდენტმა დღეს 91 მსჯავრდებულის შეწყალების აქტს მოაწერა ხელი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით,  62 მათგანი დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, 29-ს კი სხვადასხვა ვადით შეუმცირდათ დარჩენილი სასჯელი.

შეწყალებულთა შორის 4 ქალია, მათგან დღეს ციხეს 3 დატოვებს.

კომისიამ 4-6 აპრილს იმუშავა და 600-მდე პირის საქმე განიხილა, შემდეგ კი რეკომენდაციები პრეზიდენტს წარუდგინა.

შეწყალებაზე მოთხოვნის დაწერის საშუალება პატიმარს მისჯიდან მეორე დღესვე შეუძლია, თუმცა კომისია კონკრეტული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები