LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა კონსტიტუციას ვეტო უნდა დაადოს – ზაზა ბიბილაშვილი

102

“პრეზიდენტმა ამ კონსტიტუციას აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო და ყველა იმ საკითხზე უნდა იყოს საუბარი, რომელიც შეჯერებულია ოპოზიციურ სპექტრთან,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელშია, რომ ის ამ ჩიხიდან, რომელშიც თავად შეიყვანა ქვეყანა,  მონახავს გამოსავალს თუ გააგრძელებს იმ უპასუხისმგებლო ქმედებას, რომელმაც მოგვიყვანა ამ მდგომარეობამდე,“ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

გიორგი მარგველაშვილი მმართველი პარტიის წევრებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში ელოდება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები