LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

47

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა და უნივერსიტეტის კარი.

“მჯერა, რომ თითოეული მათგანი, გაათმაგებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესს, რომელიც არსებითია საზოგადოების განვითარებისთვის.

“სწორედ თითოეული მოქალაქის ინტელექტითა და შესაძლებლობების გამოყენებით უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.

“კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები