LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტს მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებმა მოხუცმა ხელის ტრაქტორი სთხოვა

133

საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ. გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ.

პრეზიდენტები გაესაუბრნენ მავთუხლართების მიღმა დარჩენილ მოხუცს, რომელმაც ხელის ტრაქტორი ითხოვა. მარგველაშვილი მას დახმარებას დაჰპირდა.
”ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხურვალეთში და მე მინდა მადლობა ვუთხრა ლატვიის პრეზიდენტს, როგორც ჩვენს მეგობარს, რომელსაც ვაჩვენეთ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც ხდება ამ სოფელში, ჩვენს მიწა-წყალზე. ჩვენ ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართული არის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. მინდა ვთქვა, რომ ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არც ერთი დარჩენილა ბოლომდე და აი ეს უსამართლობა, რაც აქ ტრიალებს, ბუნებრივია, დაიძლევა, დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით. განსაკუთრებით ჩვენთვის ემოციურად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი მეგობრები მოდიან, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს უსამართლობა. მინდა კონკრეტულად მადლობა ვუთხრა ლატვიელ ხალხს, ლატვიის პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ თვითონ მოვიდა ამ გამყოფი ხაზის სანახავად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები