LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტს უარი რომ ეთქვა თავმჯდომარეობაზე, საკონსტიტუციო კომისიას ჯიბრში ჩაუდგა – მდინარაძე

78

გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიას ჯიბრში მხოლოდ იმიტომ ჩაუდგა, რომ კომისიის თავმჯდომარეობაზე უარი ეთქვა დასაბუთებული იურიდიული არგუმენტით, ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, რაც უფრო წინ მიდის პროცესი და იხვეწება კონსტიტუციის პროექტი, მით უფრო მძაფრდება პროტესტი ოპონენტების მხრიდან.

„ პრეზიდენტი, მხოლოდ იმის გამო, რომ კომისიის თანათავმჯდომარეობაზე უარი ეთქვა და ამას დასაბუთებული იურიდიული არგუმენტიც ჰქონდა, თავიდანვე ამ პროტესტის მონაწილე გახდა და ჯიბრში ჩაუდგა კომისიას. მისი ადმინისტრაცია უკვე პირდაპირ ტყუილსაც აღარ ერიდება. გუშინ მათ განაცხადეს, რომ ცვლილებების გატანა კომისიის შემადგენლობის ცვლილების გზით მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაზე დაფიქსირდა 43 მომხრე 8-ის წინააღმდეგ და ხმების ეს რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში იყო გამსვლელი. რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებას, ეს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების კომისიიდან გასვლის სამართლებრივად ასახვამ გამოიწვია. ამან ერთადერთი რამ შეცვალა – არასამთავრობოების და ექსპერტების მიერ დაყენებულ ალტერნატიულ წინადადებებს გაუჩნდათ მხარდაჭერის მოპოვების მეტი შანსი და რამდენიმე შემთხვევაში ეს ასეც მოხდა”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები