LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქორწილის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ (ფოტო)

40

გრანდიოზული საქორწილო ცერემონიალის შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საცხოვრებლად კენსინგტონის სასახლეში გადავიდნენ. უკვე ცნობილია, რომ მეუღლეები პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის მახლობლად იცხოვრებენ. პაპარაცებმა ახლადდაქორწინებულები პირველად სწორედ კენსინგტონის სასახლესთან გადაიღეს, სადაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დატვირთული დღეების შემდეგ დაბრუნდნენ.

ფოტოზე მეუღლეები ბედნიერები ჩანდნენ. ორივე მათგანმა არჩევანი თავისუფალ სტილზე გააკეთა, ხოლო მეგან მარკლის ზუსტად ის ვარცხნილობა ჰქონდა, როგორიც ქორწილის დღეს. ცნობილია ისიც, რომ მეუღლეების რანგში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ ოფიციალურ ტურნეს ავსტრალიაში შემოდგომაზე გეგმავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები