LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ერთობლივი მონოგრამის ვიზუალი ცნობილია

125

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ერთობლივი მონოგრამის ვიზუალი  ფართო საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ყურადღებიანი თაყვანისმცემლების თვალს არ გამოჰპარვია ავსტრალიური სატელევიზიო შოუს წამყვანისადმი გაგზავნილ მადლობის წერილზე გამოსახული მონოგრამა.

საქსესის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ჟურნალისტს საქორწილო საჩუქრისთვის სამადლობელი წერილი გაუგზავნეს, რომელიც ტელეწამყვანმა ეთერში წაიკითხა. წერილს ზედა ნაწილში საგვარეულო ემბლემა ამშვენებდა, ინიციალებით ჰ და მ. აღსანიშნავია, რომ მონოგრაფია იგივე შრიფტით და სტილისტიკით არის შესრულებული, როგორითაც მეგანის პერსონალური მონოგრაფია რომელიც ქორწილიდან მალევე შეიქმნა.

როგორც თაყვანისმცემლები აღნიშნავენ სიმბოლოები ძალიან რომანტიკული და მგრძნობიარეა, მონოგრამის ცისფერი ფერი კი შემთხვევით არ არის შეურჩევიათ, როგორც აღმოჩნდა ცისფერი ფერი, ჰარის დედის პრინცესა დაიანას საყვარელი ფერი ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები