LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის თარიღი ცნობილია

51

მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საზოგადოებაში ერთად პირველად გამოჩნდნენ, ხმები ქორწილის შესახებ არ ცხრება. ამჯერად ახალი ინფორმაცია გაჟღერდა. ინსაიდერების თქმით, ქორწილი 2018 წლის ზაფხულში გაიმართება და ამჟამად სასახლეში გრანდიოზული ცერემონიისთვის ემზადებიან, ჰარი და მეგანი ამ ყველაფერში, ბუნებრივია, უშუალოდ მონაწილეობენ.

ნიშნობისა და ქორწილის ზუსტი თარიღი მკაცრად გასაიდუმლოებულია და ის მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც მეგანი კენსინგტონის სასახლეში გადავა, ეს კი ნოემბერში მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები