LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

211
საქართველოს მთავარ პროკურატურაში შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.
“საქართველოს პროკურატურის მიერ შესწავლილი იქნა პირველადი ინფორმაცია, მოხდა გასაუბრება მსჯავრდებულ კ.ც.-სთან, ასევე მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრებთან და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა საქმეზე ადგილი ჰქონდეს ახლადგამოვლენილ გარემოებებს, გაჟღერებული ინფორმაციის ობიექტურად და სრულყოფილად გადამოწმების მიზნით პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, ხოლო მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტზე, 2001 წლის 05 დეკემბერს  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს მოქალაქე გრიგოლ ხურცილავა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2003 წლის 09 ივლისს განაჩენით დამნაშავედ სცნო. გრიგოლ ხურცილავას  საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.
აღნიშნული განაჩენი, განზრახ მკვლელობის ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები