LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP-ს სააფთიაქო ქსელში საბავშვო პროდუქტებზე განსაკუთრებული ფასდაკლებებია

224

PSP 1 ივნისს განსაკუთრებული აქციებითა და საინტერესო კონკურსებით ხვდება. დღეიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში საბავშვო პროდუქტებზე განსაკუთრებული ფასდაკლებებია. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მომხმარებელს, ვინც ”ლიბეროსა” და ”ქანბებეს” ბავშვის საფენებს შეიძენს, 30-მდე ფასდაკლებები მიიღებს, ხოლო ”პამპერსის” ბავშვის საფენის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად პატარა შეფუთვა გადაეცემა. მათივე ცნობით, ფასდაკლება და საჩუქრებია ბავშვთა კვებაზეც. ”ვინის” ორი ფაფის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მესამეს იღებს. ასევე 30-მდე ფასდაკლებებია ”ჰეინცისა” და ”ნესტლეს” ფაფებზე, ”გერბერის” პიურეებსა და ”სუპერბებიბის” ორცხობილებზე.

ამასთან, 30%-მდე ფასდაკლება ვრცელდება ”სილვერ ქეას” საბავშვო ჯაგრისებზე, ”სებამედის”, ”ჟიაიას”, ”ბიოდერმას”, ”ნოიტრედერმის” საბავშო კოსმეტიკაზე და ”დალინის”, ”ნოლკენის”, ”ჯონსონის”, ”ნუბის” სრულ ასორტიმენტზე. ასევე ”სებამედის” საბავშვო 3 ნებისმიერ პროდუქტზე – პირსახოცი და საბავშვო კბილის ჯაგრისი – პიავეს საბავშვო კბილის პასტაზე.

„მომხმარებელი ყოვეთვის დიდი ინტერესით ელოდება PSP-ს აქციებს და ღონისძიებებს. რადგან PSP-ს ყოველწლიურად განსხვავებული პროექტები და  მიმზიდველი შემოთავაზებები აქვს. დღეიდან გამოვაცხადეთ ხატვის კონკურსი ბავშვებისთვის, რომლის ფარგლებში 1 ივნისს მშობლები ჩვენს აფთიაქებში მიიტანენ „ბედნიერი ზაფხულის“ თემაზე ბავშვების ნახატებს, რომელთაგან საუკეთესოებს ჩვენს ფეისბუქის გვერდზე დავდებთ. ყველაზე ბევრი მოწონების მქონე ნახატები მონაცვლეობით PSP-ს „ქავერის“ ფოტო იქნება. ასევე დასაჩუქრდება ყველა მომხმარებელი, რომელიც 1 ივნისს ჩაერთვება ჩვენს ფეისბუქ-ვიქტორინაში და დასმულ კითხვებს სწორ პასუხებს გასცემს“ – აცხადებენ PSP-ში. 

ცნობისთვის, 1 ივნისს PSP -ს ათეულობით აფთიაქში 13:00-დან 16:00 საათამდე ბავშვებს უმასპინძლებენ და სახეს ზღაპრის გმირები მუხატავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები