LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა, მოჭრა – კალაძე

45

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამგეობების 3-თვიანი მუშაობა შეაჯამა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, წლის პირველი კვარტლის მონაცემებით გამგეობების უმრავლესობამ 91-98%-იანი შესრულების შედეგი აჩვენა.

მერის ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში ჯამში მოეწყო გზები 169 მისამართზე. რეაბილიტირდა და მოეწყო 25 სკვერი. სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისაართზე. სანიაღვრე ქსელი მოეწყო 44 მისამართზე. სოციალური დახმარება გამოეყო 37 600 ბენეფიციარს.

„არის რამდენიმე რაიონი, რომელთაც პატარა ჩამორჩენა აქვთ 75-78 პროცენტიანი შესრულება, აქ მინდა გთხოვოთ რომ გავაუმჯობესოთ ეს შედეგი. რაც შეეხება სამგორის რაიონს, მას ქონდა 58%-იანი შესრულება და მგონია რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა გამგებელმა განცხადება დაწერა გადადგომასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, იწყება ახალი სატრანსპორტო ცინცაძე-კარტოზიას კვანძის მშენებლობა, რომელიც 2.700 მლნ ლარი დაჯდება და 5 თვეში დასრულდება.

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების არ გაცემა, რამაც შეიძლება უკმაყოფილება გამოიწვიოს მოქალაქეების. შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა, მოჭრა, თუმცა ეს მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები