LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალის შვიდი ჩვეულება, რომლებიც მამაკაცებს განსაკუთრებით აღიზიანებთ

88

ხშირად, ქალბატონები საკმაოდ ორიგინალურ მეთოდებს იყენებენ მამაკაცის მოსახიბლად და ვერ ხვდებიან, რომ ზედმეტი მოსდით. საინტერესო, რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად ძლიერი სქესის წარმოამდგენლებს?

* „ქურდობა“ მისი თეფშიდან – თუ ფიქრობთ, რომ ამგვარი საქციელით თქვენს უშუალობას უსვამთ ხაზს, ძალიან ცდებით, რადგან ნებისმიერ მამაკაცს აღიზიანებს, როცა მის ულუფას თავს ესხმიან.

* დაბალი თვითშეფასება – საკუთარი თავის რწმენით სექსუალური ქალბატონები გამოირჩევიან, პარტნიორის კონტროლის მცდელობა მუდმივი კითხვებით: „სად იყავი?“ ან „რატომ მოხვედი გვაინ?“ კი, საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებულ, დაკომპლექსებულ ქალებს ახასიათებთ, მამაკაცი კი, სწრაფად იღლება ამგვარი „დაკითხვებით“ და სხვასთან ეძებს შვებას.

* ჭირვეულობა – თუ პარტნიორს მუდმივად კუდში დევნას აძულებთ და ყველა მაღაზიაში თან დაგყავთ, ჭირვეულობას მაინც დაანებეთ თავი და სწრაფად აირჩიეთ სასურველი ნივთი, რადგან მუდმივი ორჭოფობით, კაპრიზებით და გაუთავებელი წუწუნით, ნებისმიერი, ყველაზე მომთმენი ადამიანიც ადრე თუ გვიან დაიღლება.

* ჭკუის სწავლება – მუდმივი შენიშვნები და გადაჭარბებული მზრუნველობა ნებისმიერ თავმოყვარე მამაკაცს აღიზიანებ, მითუმეტეს, რომ არცერთ მამაკაცს არ უყვარს, როცა „სუსტი სექსის“ პარტნიორი მასზე ჭკვიანია და ბევრად მეტი იცის.

* ძველი შეცდომების შეხსენება – თუ ნებისმიერი უსიამოვნების დროს, პარტნორს ძველ შეცდომებს ახსენებთ, ე.ი. ვერ შეძელით მისი პატიება, არადა, თუ ურთიერთობის შენარჩუნება გინდათ, კომპრომისზე წასვლა თუ არა წვრილმანების დათმობა მაინც უნდა ისწავლოთ.

* მეგობრების რჩევების გათვალისწინება – თქვენი ურთიერთობა მხოლოდ თქვენი საქმე და პასუხისმგებლობაა, მუდმივად საკუთარ ცხოვრებაში უცხოების ჩარევით კი, პარტნიორის ნდობასაც დაკარგავთ და ურთიერთობასაც გაიფუჭებთ მასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები