LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალივით ტალღამ დამარტყა, სამთო დარტყმას დავარქმევდი – დაშავებული მეშახტის პირველი კომენტარი

105

ტყიბულის შახტში მომხდარი უბედურის შემთხვევიასას დაშავებული ერთ-ერთი მეშახტე, მომხდარის შესახებ რუსთავი 2-თან საუბრობს.

ირაკლი კირკიტაძის თქმით, იმდენად ძლიერი ჰაერის ნაკადი წარმოიქმნა, რომ ის ადგილიდან გადააგდო.

კირკიტაძის თქმით, თვითონ ყველაზე უსაფრთხო ადგილზე იდგა, თუმცა დაზიანებები მაინც მიიღო. მეშახტე ვარაუდობს, რომ სამთო დარტყმა მოხდა.

„გონება არ დამიკარგავს, ისეთი რაღაც იყო ენით აუღწერელი. ქარიშხალივით ტალღამ დამარტყა და სადაც ვიდექი, იქიდან გადმომაგდო. მე ძირითადად ნახშირს ვყრიდი ვაგონებში. მე ვიყავი თითქმის ყველაზე უსაფრთხო ადგილზე, მაგრამ ისეთი ტალღა იყო, იქიდანაც გადმომაგდო.

მე ამას აფეთქებას ვერ დავარქმევ, ეს უფრო გამოძიების საქმეა, მე უფრო სამთო დარტყმას დავარქმევდი და ძალიან ძლიერი იყო. სამთო დარტყმაზე უსაფრთხოების წესებს, რაც არ უნდა იყოს, ვერავინ დაიცავს, თვითონ წნევებია სამთო,“- ამბობს ირაკლი კირკიტაძე.

პოპულალურები