LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლის ქარის ელექტროსადგური საუკეთესო გარიგებაა

127

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა EMEA Finance-მა ქართლის ქარის ელექტორსადგური 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტებში, საუკეთესო გარიგებად დაასახელა.

EMEA Finance საერთაშორისო დონის ფინანსური ჟურნალია, რომელიც ყოველწლიურად იკვლევს და ასახელებს საუკეთესო გარიგებებს ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების ფინანსურ ინსტიტუტებს, მიმწოდებლებსა და შემსყიდველებს შორის.

ჟურნალი ყოველწლიურად აჯილოდოვებს ასევე საუკეთესო გარიგეგებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ფინანსები, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო სექტორი.

შეგახსენებთ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ 2016 წლის შემოდგომიდან ფუნქციონირებს. ის გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები