LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ალუბლის მურაბამ „ოქროს გრანპრი“ მოიპოვა

146

აზერბაიჯანში „კულინარიის საერთაშორისო ფესტივალში“, საქართველოში მოქმედ კომპანიებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მთავარი ჯილდო – „ოქროს გრანპრი“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დამზადებულმა ალუბლის მურაბამ მოიპოვა, ასევე, ჟიურის მოწონება მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მიერ დამზადებულმა მოცვის და კაკლის მურაბებმაც დაიმსახურა.

„ფესტივალში 25 ქვეყანა მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი სტენდი წარმოადგინეს, მათ შორის იყო ქართული სტენდიც – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული მურაბებით და მშრალი ხილით იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე გამოფენილ პროდუქციას 15- კაციანი საერთაშორისო ჟიური აფასებდა”, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „კულინარიის საერთაშორისო ფესტივალი“ აზერბაიჯანის ეროვნული კულინარიული ასოციაციის მხარდაჭერით, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები