LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართუს კლანი საოჯახო კლანმა შეცვალა”

86

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ეს ცვლილებები, ივანიშვილის ერთმმართველ რეჟიმს ამყარებს.

გოცირიძის დასკვნა ასეთია: ქართუს კლანი საოჯახო კლანმა შეცვალა.

ეს ცვლილებები კიდევ უფრო ამყარებს ივანიშვილის ერთმმართველ რეჟიმს.
როგორც ღარიბაშვილმა არ იცოდა როდის მოხსნიდნენ, ისე კვირიკაშვილმაც სულ ბოლომ გაიგო მინისტრებს როდის მოუხსნიდნენ.
სამინისტროების შემცირება აუცილებელია და არა მისი ორი ქუდის ნაცვლად ერთ ქუდში მოქცევა. მთავარია გაუქმდეს სამინისტროების სათაო ოფისები და მის დაქვემდებარებაში შემავალი უსარგებლო უწყებები.

ამ ხელისუფლების მმართველობის წლებში ოცზე მეტი ახალი უწყება შეიქმნა. სულ ახლახან კანონპროექტი შემოვიდს კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ და ახალი დეპარტამენტი უნდა შეიქმნას პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში.

ბიუჯეტის დამტკიცებისას ვნახავთ, რა რაოდენობით შემცირდა ბიუროკრატია და ხარჯები”, – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ოპტიმიზაციასა და მინისტრების გადაადგილება/მოხსნაზე დღეს კვირიკაშვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები