LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ერთად პირველად გამოჩნდნენ (ფოტო)

50

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა შობის დღესასწაული მარია მაგდალინელის სახელობის ტაძარში აღნიშნეს. საზოგადოების წინაშე ერთად პირველად გამოჩნდნენ  ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი, რომელიც საშობაო ლიტურგიას პრინც ჰარისთან ერთად დაესწრო. ქეით მიდლტონი, რომელიც მესამე შვილს ელოდება, ბრწყინავდა “მიუ მიუს” კუბოკრულ პალტოში. 35 წლის მიდლტონმა ელეგანტურ პალტოს შავი ბეწვის შლაპა შეუხამა.  ასევე დახვეწილი და ელეგანტური გამოჩნდა ეკლესიასთან მეგან მარკლიც. პრინცი ჰარის რჩეულს პასტელური ფერის პალტო ეცვა და ყავისფერი შლაპა ეხურა. ცხადია, მედიის ყურადღება სწორედ მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონისკენ იყო მიმართული, რადგან ისინი ოფიციალურად ერთად პირველად გამოჩნდნენ.

სამეფო ოჯახი საშობაოდ ტაძარში სრული შემადგენლობით შეიკრიბა. საინტერესოა, რომ კენსიგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეგან მარკლი შობას ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან ერთად შეხვდებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები