LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ვახშამზე ძველი საორსულო კაბით მივიდა (ფოტო)

65

ქეით მიდლტონი ანა ფრეიდის ცენტრისთვის ორგანიზებულ  ვახშამს დაესწრო, რომელიც კენსინგტონის სასახლეში გაიმართა. ცენტრი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური და მენტალური პრობლემების შესწავლაზეა ორიენტირებული და უკვე 2 წელია ცენტრის პატრონაჟს ქეით მიდლტონი ეწევა.

ვახშამზე 35 წლის ქეით მიდტლონი Diane von Furstenberg-ის შავი კაბით გამოჩნდა, რომელსაც ულამაზესი მაქმანები ამშვენებდა. საინტერესოა, რომ სწორედ ეს კაბა ქეითს 2014 წელს, Royal Variety Performance-ის დროს ეცვა, სადაც ის შარლოტაზე იყო ორსულად.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ, სანდო წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიდლტონი ტყუპ გოგონებს ელოდება. სამეფო ოჯახს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თავად ქეითს კი ორსულობა უკვე დაეტყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები