LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის ემოციური შეხვედრა ყველაზე პატარა და ასაკოვან თაყვანისმცემლებთან (ფოტო)

59

ქეით მიდლტონი პრინც უილიამთან ერთად ოფიციალური ვიზიტების სერიას განაგრძობს. ამჯერად მიდლტონი, რომელიც ორსულობის მეშვიდე თვეშია, სანდერლენდში იმყოფებოდა. პრინცმა უილიამმა და ქეითმა ახალი გასართობ-მუსიკალური ცენტრი The Fire Station გახსნეს. ქეითი საზოგადოების წინაშე Dolce&Gabbana-ს მუქი მწვანე ფერის პალტოში გამოჩნდა. ცენტრის შესასვლელთან კი მას უამრავი ფანი ელოდებოდა, ქეითმა მათთან ფოტოები გადაიღო, ავტოგრაფებიც დაარიგა და საჩუქრებიც მიიღო. ყველაზე ემოციური მომენტი გახდა მიდლტონისა და პატარა ფანის შეხვედრა, რომელიც ქეითს ცენტრის შესასვლელთან დახვდა და ყვავილები გადასცა. საჩუქრები ქეითმა ყველაზე ასაკოვანი გულშემატკივრისგანაც მიიღო, რომელიც მის გამოჩენას დილიდან ელოდა.

შეგახსენებთ, რომ მიდლტონი მესამე შვილს მაისში ელოდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები