LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურიამ საქართველო მოიარა (ფოტოები)

126

ქეთა თოფურია ბოლო პერიოდია, საქართველოშია, შვილთან ერთად ისვენებს და უამრავი ადგილი მოიარა, საიდანაც „ინსტაგრამზე“ ფოტოებს ანთავსებს. ერთ-ერთი მისი მოგზაურობა მეგობარ და მუსიკოს გიგა კუხიანიძესთან ერთად შედგა, ისინი გერგეტის სამებაში იყვნენ, სადაც მამა ილარიონი მოინახულეს, ქეთამ მოგვიანებით მამაოსთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.

მანამდე მცირე ხნით ადრე ქეთამ თავის პატარა ქალიშვილს წყნეთში გადაუხადა დაბადების დღე. ამისთვის სპეციალურად ნინი დედალამაზიშვილის ივენთკომპანია დაიქირავა, რომელმაც წვეულების ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო.

ქეთამ ქართველი დიზაინერის რეკლამირებისთვისაც მოიცალა და თორნიკე მანჯავიძის მიერ შექმნილ ზურმუხტისფერ მბზინავ სავურაო კოსტიუმშიც გადაიღო ფოტო, რომელიც ასევე საკუთარ სოცქსელში განათავსა, სადაც ქართველი დიზაინერის შექმნილმა საცურაო კოსტიუმმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მომღერალმა ასევე სასმელის ცნობილ კომპანიასთანაც ითანამშრომლა ფოტოსესიის ფარგლებში.

ქეთა საქართველოში მეუღლის, ლევ გეიხმანის გარეშეა ჩამოსული. ამბობენ, რომ ის ქმარს გაშორდა, თუმცა მომღერლის გარემოცვა ამ ამბავს უარყოფს, ქეთა კი ჟურნალისტებთან საუბარზე უარს აცხადებს.

„ა სტუდიოს“ სოლისტი თბილისურ წვეულებებსაც სტუმრობს, ახლახან ის „ოტიუმში“ გამართულ „სახის“ კონცერტს დაესწრო, სადაც მეგობრებთან ერთად გაერთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები