LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქირით ხელფასით და სესხით – იზორია განმარტავს როგორ შეიძინა უძრავი ქონება 2012 წლის შემდეგ

338

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც მინისტრი ამბობს, ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა.

იზორია განმარტავს, რომ ახალი სახლი ქირის, ხელფასის და სესხის მეშვეობით შეიძინა.

„თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ თავდაცვის მინისტრის ყველა შემოსავალი არის დეკლარირებული და საჯარო. რაც შეეხება ქონებას, რომელსაც ლევან იზორიას ოჯახი ფლობს, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა კერძო სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე შეიძინა პირადი დანაზოგით, რომელიც გერმანიაში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის დროს დააგროვა. ასევე, დანაზოგებით, აკადემიური საქმიანობითა და შემდეგ უკვე საჯარო სამსახურში მიღებული შრომის ანაზღაურებით, თავდაცვის მინისტრმა დაასრულა სახლის მშენებლობა.

მოგვიანებით, ლევან იზორიამ კერძო სახლი გააქირავა, რამაც მისი ოჯახის შემოსავალი დამატებით გაზარდა. სწორედ ქირის შემოსავლით, სახელფასო ანაზღაურებითა და „საქართველოს ბანკის“ საბანკო სესხით (145,300 აშშ დოლარი) შეიძინა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ააშენა.

რაც შეეხება სახლს, რომელიც ვერ მოხვდა დეკლარაციაში, ამის მიზეზია ის, რომ ამ დრომდე მიმდინარეობდა მშენებლობა, რომელიც დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2018 წლის 14 სექტემბერს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია დეკლარირებული იქნება კანონის თანახმად მომდევნო დეკლარაციაში. დამატებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს იხილოს თავდაცვის მინისტრის დეკლარაცია, სადაც ყველა შემოსავალი თუ ხარჯი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი” – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

იზორიას ეს განცხადება, „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტს მოჰყვა, სადაც მაღალჩინოსნების ახალ უძრავ ქონებაზეა საუბარი.

რ2-ის ინფორმაციით, მინისტრის მეუღლის, ლანა მანჯგალაძის, სახელზეა გაფორმებული ერთ-ერთი სახლი დიდი ვერანდით. დოკუმენტებით დგინდება, რომ სამსართულიანი შენობა იზორიამ შს მინიტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას აიშენა. იზორიას კიდევ ერთი სახლი კი დიღომი შვიდში მდებარეობს, რომელიც ასევე მეუღლის სახელზეა გაფორმებული. 11-მეტრიან შენობას ახლა თავდაცვის მინისტრის უსაფრთხოების სამსახური იცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები