LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილი საბავშვო ბაღში – “მასწავლებელმა იტრიპაჩა”

120

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ თბილისის 56-ე საბავშო ბაგა-ბაღში ბავშვებმა ქორწილის სცენა გაითამაშეს, „ფეისბუქის“ მომხმარებლები აღაშფოთა. ვიდეოში ჩანს, რომ საბავშვო ბაღის 2 აღსაზრდელი ნეფე-პატარძლის როლს თამაშობს, დანარჩენები კი „საზეიმო ცერემონიას“ ესწრებიან. ამასთან, აღმზრდელი მათ ეუბნება, რომ „ახლა კოცნის დროა“.

„ფორტუნას“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ბაღები სარგებლობენ სპეციალური მეოდოლოგიური სახელმძღვანელოთი, რომელიც განათლების სამინისტროს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა. „სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისთვის“ ავტორთა ჯგუფმა შექმნა.

სააგენტოს განმარტებით, სახელმძღვანელოში არის პარაგრაფი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელმა და ბავშვებმა ქორწილს სცენა თოჯინებით უნდა გაითამაშონ.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, სააგენტოში ამბობენ, რომ ბავშვების მიერ სცენის გათამაშება დარღვევა იყო და საბავშვო ბაღმა ამის გამო საყვედური მიიღო.

56-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე ამბობს, რომ დავალება, თავისთავად, სახალისოა, თუმცა ბავშვებს არ უნდა შეესრულებინათ და „მასწავლებელმა იტრიპაჩა.“ ამასთან, დირექტორის განმარტებით, აღმზრდელს მეთოდისტთან შეთანხმებით შეუძლია, რომელიმე დავალება გამოტოვოს და ბავშვებს არ შეასრულებინოს. მისივე განმარტებით, ბავშვებმა მოითხოვეს, თოჯინების ნაცვლად ქორწინების სცენა თავად გაეთამაშებინათ.

ვიდეომ “ფეისბუქზე”, უმეტესად, გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა აღმოჩნდნენ ბავშვების მიერ ქორწინების გათამაშების მომხრეებიც.

capture

 

capture

capture

capture

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები