LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარეს, აშშ-ს მთავრობა აღარ დაეხმარება

84

ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარეს,  აშშ-ს მთავრობა აღარ დაეხმარება. აშშ-ს ბიუჯეტის ახალი  პროექტით, ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში   რუსეთის ოკუპაციურ პოლიტიკას წაახალისებს.

დოკუმენტში საუბარია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზეც, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების თავში ნათქვამია, რომ პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დაიხარჯოს ისეთ  ქმედებაზე, რაც რუსთის მხრიდან ყირიმის ანექსიას უჭერს მხარს. ამ მიზნით აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს  დაევალა  კონტროლი, რათა ამერიკულმა კომპანიებმა არ განახორციელონ ქმედებები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს.

დოკუმენტის მიხედვით  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს ევალება  ახალი წესების შემუშავება, რომლის თანახმადაც, რუს დიპლომატებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს წინასწარ მოუწევთ გადაადგილების თაობაზე აშშ-ის მთავრობის ინფორმირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები