რა ასაკიდან უნდა ვატაროთ ბავშვი სპორტზე და რომელია სპორტის უნივერსალური სახეობა  – თინათინ კუტიბიძის რეკომენდაციები

პოპულარული

რა ასაკიდან უნდა ვატაროთ ბავშვი სპორტზე და რომელია სპორტის უნივერსალური სახეობა  – თინათინ კუტიბიძის რეკომენდაციები

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ისეთ აქტუალურ თემას მიეძღვნა, როგორიცაა ბავშვის სწორი ზრდა-განვითარება, მასთან დაკავშირებული პრობლემები და ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები.

როგორ ამოვიცნოთ ტკივილი ადრეული ასაკის ბავშვებთან,  სასურველია თუ არა ბავშვის ფიზიკური დატვირთვა ადრეულ ასაკში და რომელი სპორტის სახეობაზე სჯობს არჩევანის გაკეთება, არის თუ არა  ფიგურული სრიალი ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებების „ეფექტური წამალი“, რამდენად მოქმედებს ჰალოთერაპია ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე – ამ და სხვა საინტერესო თემაზე გადაცემაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პროფესორმა, ექიმმა-რევმატოლოგმა, თინათინ კუტუბიძემ ისაუბრა.

 პირველ რიგში მინდა გკითხოთ ტკივლის შეგრძნებაზე ბავშვებში, როგორ ამოვიცნოთ სტკივა თუ არა რამე ბავშვს, როცა ის უმიზეზოდ ტირის?

 ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. ტკივილი ეს ის სასიგნალო ნიშანია, რომლითაც თქვენი პატარა გაძლევთ ნიშანს, რომ მას რაღაც უჭირს. ტკივილი სხვადასხვანაირი ტიპის, სიძლიერისა და ლოკალიზაციის არის. ბავშვი ტკივილს სხვადასხვანაირად გამოხატავს. უნდა მივაქციოთ ყურადღება, ნამდვილად სტკივა მას თუ არა, რადგან ცოტა მოზრდილი ბავშვები ყურადღების მიქცევასაც ცდილობენ.

ტკივილი არის აფერენტული რეფლექსი, რომლითაც ორგანიზმი პრობლემის შესახებ გამცნობთ. ის შეიძლება იყოს მწვავე, შედარებით ყრუ, ან ქრონიკული. პატარა ბავშვებში ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება არის ჭირვეულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, უარი საკვების მიღებაზე. პირველი რეაქცია, რომელიც მომვლელს აქვს, არის ის, რომ ბავშვს რაღაც სჭირს.მოზრდილი ასაკის ბავშვები სწავლობენ ტკივილის ლოკალიზაციის მითითებას და აღწერას.

პედიატრთან მიმართვიანობის მესამედი ტკივილს უკავშირდება. რევმატოლოგებთან მოდიან ბავშვები, რომლებსაც სტკივათ სახსრები. ჩვენ ვინტერესდებით, როდის სტკივათ, უშლის თუ არა ტკივილი ყოველდღიურ აქტივობაში ხელს და ა.შ. ამერიკის პედიატრთა აკადემიამ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შეიმუშავა ე.წ. ტკივილის შეფასების შკალა, სადაც ნახატებია გამოსახული და ბავშვი აღწერს, რომელი უფრო შეესაბამება მის ტკივილს.

ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი ლოკალიზაციის და თვისობრიობის: შეიძლება იყოს მწვავე, მოვლითი ან დუნე ხასიათის. მაგალითად, თუ მოვიდა პატარა სახსრის ტკივილით, ვინტერესდებით, ხომ არ ახლავს თან ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ზედა სასუნქთი გზების ინფექცია და ა.შ. ტკივილი შეიძლება იყოს იზოლირებული სიმპტომი, ასევე ანთებითი პროცესის გამოვლინების ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ყველა კითხვა საჭიროებს ხოლმე შეფასებას და სხვადასხვა ეტაპზე გარკვეულ წილად პასუხის გაცემას.

ყოველთვის საგანგაშოა თუ არა ტკივლი და რა დროს არის აუცილებელი ექიმის კონსულტაცია?

შესაძლებელია ტკივილი იყოს მოვლითი ხასიათის და ძალიან სწრაფად გაიაროს. დედა უნდა დააკვირდეს ბავშვს, გაიარა ტკივილმა, თუ ის მეორდება. თუკი ბავშვი მიუთითებს ლოკალიზაციას, უნდა დავაკვირდეთ, რა სიხშირით მეორდება ტკივილი. თუკი ტკივილის დროს შეეცვალა ბავშვს ხასიათი, მოყვა ტემპერატურული რეაქცია, მოითენთა და ა.შ. ეს უკვე საგანგაშოა და დაუყონებლივ უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს.

ექიმები ხშირად გვირჩევენ, რომ საჭიროა მეტი ფიზიკური აქტივობა და ნაკლები  დრო გაჯეტებთან… რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი სპორტზე, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას?

ცხოვრების თანამედროვე წესმა, რომელიც ჩვენს ბავშვებს ჩამოუყალიბდათ, გამოიწვია ის, რომ ბავშვები არიან ნაკლებად აქტიურები. დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ ადამიანი ფიზიკურ აქტივობას ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს. ჯანმრთელობაზე საუბარს ჩანასახიდანვე ვიწყებთ. აქ საინტერესოა ისიც, რომელი ბავშვის ფიზიკურ აქტივობაზეა საუბარი – ჯანმრთელ ბავშვზე, თუ ბავშვზე, რომელსაც რაიმე სხვა ქრონიკული პრობლემა აქვს. აქ პრინციპულად განსხვავებული მიდგომაა. არსებობენ ბავშვები იუვენილური იდიოპათიური ართრიტებით. წინათ მიიჩნეოდა, რომ მათი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა, ახლა კი პირიქით, ამბობენ, რომ ისინი ფიზიკურად აქტიურები უნდა იყვნენ.

მივყვეთ თავიდან – თუკი ბავშვი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, ასაკიდან გამომდინარე დატვირთვა განსხვავებულია. სკოლამდელი ასაკის ბავშვი უნდა მიეჩვიოს თანატოლებთან თამაშს, გუნდურობას. უკვე შემდეგ შეიძლება საუბარი ინდივიდუალურ სპორტზე, მაგალითად ცურვაზე, რომელიც უნივერსალური სპორტია და 4-5 წლიდან უკვე შესაძლებელია ბავშვი დაკავდეს მისით. ძალიან კარგია ცურვა ძვალ-სახსროვანი სისტემის ადეკვატური განვითარებისათვის. ამერიკის პედიატრიული აკადემიის რეკომენდაციით, სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დატვირთვის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ ერთი საათი. აშშ-ში 2006-2009 წლებში ჩატარდა კვლევა და 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების შესწავლა მოხდა. დადგინდა, რომ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტ დროს ატარებს კომპიუტერთან და კლებულობს მისი ფიზიკური აქტივობა. 15 წლამდე ასაკის ბავშვების აქტივობა სამუშაო დღეებში, 40-50%-ში 60 წუთს შეადგენს, უქმეებზე კი აქტივობა იკლებს და 50 წუთზე ნაკლებია. რაც შეეხება სპორტულ დატვირთვას, დღეს ბევრი ბავშვი პრაქტიკულად პროფესიონალური სპორტით არის დაკავებული.

მინდა მშობლებს მივცე რეკომენდაცია – მანამ, სანამ ბავშვს სერიოზული სპორტით დააკავებენ, გაიროს სამედიცინო შემოწმება, რადან 3-4 საათი ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. 12 წლის ასაკიდან ხშირად ჩნდება ე.წ. შლატერის დაავადება და ეს ზედმეტ ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება. თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს ორივე მუხლში ძლიერი ტკივილი აქვს, აუცილებლად მიიყვანეთ ის ტრავმატოლოგთან.

ამბობენ, რომ ფიგურული სრიალი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს..

ყველანაირი ადეკვატური სპორტული დატვირთვა ემსახურება იმუნური სისტემის გაძლიერებას, მათ შორის ფიგურული სრიალი. სანამ მეზობლებისა და ნათესავების რჩევებს გავითვალისწინებთ, ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია. ნამდვილად პოპულარული ხდება ბოლო დროს ფიგურული სრიალი. ყველა ის აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია სასუნთქი კუნთების გაძლიერებასთან და ფილტვის სასიცოცხლო ტევადობას ზრდის, ეს მხოლოდ მისასალმებელია. მათ შორის ფიგურული სრიალი ნამდვილად არის მოწოდებული სასუნთქი გზების სისტემის დაავადებების პრევენციისათვის.

ასევე, ძალიან პოპულარული ხდება ჰალოთერაპია. აქვს თუ არა ამ ტიპის მკურნალობას რაიმე ეფექტი თუ ეს კომერციის ნაწილია?

ჰალოთერაპია ალტერნატიული მედიცინაა. იყო გარკვეული კვლევები ჩატარებული, რომ მარილის კრისტალოიდები გარკვეულ დადებით ეფექტს ახდენს სასუნთქ სისტემაზე. იმას, რასაც ევიდენსური მედიცინა ქვია, ამის შესახებ კონკრეტული მონაცემები არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში არის ჰალოთერაპიის შესახებ გარკვეული გამოცდილება დაგროვებული და აქვს არსებობის უფლება. მე როგორც ექიმი, ჰალოთერაპიას ალტერნატიული მედიცინის კუთხით შევხედავდი, რადგან სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობის უამრავი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მათ შორის ტრადიციული.

შემდეგი თემა ასევე ბავშვის ზრდა–განვითარებას ეხება, როდესაც მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი მის თანატოლებ სიმაღლით ჩამორჩება, იწყებენ სხვადასხვა პროდუქტების მიცემას. მართალია თუ არა, რომ მაგალითად ჭარხლის წვენმა შეიძლება სიმაღლეში ზრდა გამოიწვიოს?

ბავშვის წონისა და ზომის შესაფასებელ სპეციალური შკალები არსებობს. სიმაღლეს უპირველეს ყოვლისა განაპირობებს გენეტიკა და გარემო ფაქტორები ადეკვატურ მოვლასთან ერთად. ბავშვმა ყველა მიკროელემენტი და ნუტრიენტი საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღო. მას ესაჭიროება ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი ადეკვატური რაოდენობით. სპორტი ერთ-ერთი ხელშემწყობია მისი ზრდა-განვითარებისა. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დიდი რაოდენობით გვაქვს ხილი და ბოსტნეული და ბავშვმა ისინი სწორედ ასეთი სახით უნდა მიიღოს. მიმართეთ პედიატრსა და ენდოკრინოლოგს, რომელმაც უნდა შეაფასოს ბავშვის ძვლოვანი ასაკი და გადაწყდეს, ესაჭიროება თუ არა რაიმე სხვა დამატებითი ჩარევა სამედიცინო თვალსაზრისით. თუ მან ადეკვატურად მიიღო ყველა ის საკვები, რომელიც მას ესაჭიროება, აღარ არის დანამატების მიღება რეკომენდებული.

თუ გენეტიკის მიუხედავად, სიმაღლეში საგრძნობი ჩამორჩენაა,  შეიძლება თუ არა ეს იყოს ფიზიოლოგიური პროცესი და არ საჭიროებდეს კონსულტაციას, თუ ყოველთვის სჯობს მივმართოთ სპეციალისტს?

უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის განვითარების თავისებურებები. ხშირად ყველაფერს ვაძლევთ ბავშვს, მაგრამ ის მაინც ჩამორჩება სიმაღლეში. არსებობს გლუტენის აუტანლობა, ცელიაკია, ან თუ ანემია აქვს ბავშვს, ის ყოველთვის ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, უნდა გამოვრიცხოთ ყველა ასეთი დაავადება.

როდესაც ვსაუბრობთ რევმატიულ დაავადებებზე, რა ტიპის დაავადებებია ყველაზე მეტად გავრცელებული და რა იწვევს მათ?

ბავშვთა რევმატიული დაავადება უამრავია. ეს არის ე.წ. ავტოიმუნური დაავადებების ჯგუფი, როდესაც ორგანიზმი ანტისხეულს თავისი საკუთარი ქსოვილების საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებს. ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები უცნობია. ყველაზე ხშირია იუვენილური იდიოპათიური ართრიტები, ანუ სახსრების ანთება, რომელსაც გარკვეული მიზეზი არ აქვს, ასევე არსებობს სისტემური ვასკულიტები, სისტემური წითელი მგლურა და ა.შ. ყველაზე გავრცელებულია ართრიტი, ანუ სახსრის ანთება და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები არ ვიცით, მაგრამ არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომლებიც შეიძლება ხელშემწყობი ფაქტორი იყოს, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების შემდეგ განვითარებული ართრიტები, ან ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული გენეზის ინფექცია, რომელიც რევმატიულ ცხელებას, ან გულის რევმატიულ დაზიანებას იწვევს. რევმატიული დაავადებები არის ძალიან დიდი ჯგუფი დაავადებებისა, რომლებსაც მძიმე კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ კარგად ექვემდებარებიან მკურნალობას. ძალიან ხშირად სახსრების ტკივილით ვლინდება, მაგრამ არსებობს დაავადებები ისეთი მიმდინარეობით, როგორიც არის ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ცხელება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყალიბდება სახსროვანი კომპონენტი, ან შეიძლება საერთოდ არ იყოს სახსრების ტკივილი.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რჩევები /

|

19 აპრილი, 2018

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => tinatin-kutibidze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 234036
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => tinatin-kutibidze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 234036
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => tinatin-kutibidze
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => tinatin-kutibidze
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (234036) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (10720,24573)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 246311
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-05-24 14:54:07
                    [post_date_gmt] => 2018-05-24 10:54:07
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

უსაფრთხოა თუ არა მარიხუანა, იწვევს თუ არა ის შეჩევავს და შესაძლოა თუ არა მარიხუანას მოხმარება  გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ. არსებობს თუ არა მსუბუქი ნარკოტიკი და როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ეგრეთწოდებული „კლუბური ნარკოტიკი“ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფის ექიმმა-ნევროლოგმა, ირინა ურუშაძემ უსაბრა.

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ მარიხუანა არ ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს, ან არ იწვევს მიჩვევას, არ იწვევს დამოკიდებულებას - ასეა თუ არა ეს?

ვეცდები ისე ვისაუბრო, რომ არც პროპაგანდა გამომივიდეს და არც გავამწვავო საკითხი. რას ნიშნავს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი? მაგალითად ავიღოთ ღალატი - არსებობს მსუბუქი ღალატი და მძიმე ღალატი? ქალბატონი, რომელსაც მეუღლე ჰყავს, შეიძლება თუ არა სხვა მამაკაცს გაჰყვეს რესტორანში, აკოცოს, ეცეკვოს, მსუბუქი ფლირტი აწარმოოს და დაბრუნდეს სახლში? ყველასთვის საშინელებაა და მიუღებელია საზოგადოებისთვის მანდილოსანი, რომელსაც მეუღლე ჰყავს და სხვა სექსუალურ პარტნიორს გაიჩენს. რატომ გამიჩნდა ასეთი ასოციაცია - მსუბუქი ნარკოტიკი, ასეთი ცნების არსებობა მე არასწორად  მიმაჩნია. ნარკოტიკისკენ გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის ხსნის გზას. ამას რომ დაუშვებ, ამას რომ მიიღებ, მერე გიჩნდება ლტოლვა, ცნობისმოყვარეობა და სურვილი. მე ემოციის დონეზე მოტივაციებზე ვსაუბრობ, თუმცა რასაკვირველია მსუბუქი ნარკოტიკის ხშირი მოხმარების შემთხვევაში, ჩნდება ტოლერანტობა და შემდეგ დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულების მოსასპობად კი აუცილებლად გაჩნდება მოთხოვნილება მძიმე ნარკოტიკების მიმართ. ამიტომ, მგონია, რომ ამ ნივთირებების „მსუბუქად“ და „მძიმედ“ დაყოფა არასწორია. არ ვიცი როგორ ვთქვა ეს ანდაზა ქართულად, თუმცა ზუსტად შეესაბამება - „Игра не стоит свеч“. ჩვენ ისეთ ცუდ შედეგებს მივიღებთ, რომ ის მცირე სამედიცინო ეფექტები ამად ნამდვილად არ ღირს.



კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია. ამბობენ, რომ ზომიერად მოხმარებული მარიხუანა ზიანის მომტანი არ არის, უფრო მეტიც, ის ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს... შეუძლია თუ არა მარიხუანამ მართლაც მოახდინოს რაიმე დადებითი გავლენა ორგანიზმზე? 

მარიხუანა არის მცენარე, რომლის ლათინური სახელწოდებაა Cannabis sativa. ყლორტებისგან ზეთი კეთდება, ფოთლები კი შრება და მას ინჰალაციის გზით მოიხმარენ - ეს ინფორმაცია საზოგადოებამ კარგად იცის. რაც შეეხება მის ეფექტს, ვეცდები გასაგებ ენაზე ვისაუბრო. ეს არის ნივთიერება კანაბინოიდი, რომელსაც გარკვეულ წილად აქვს დადებითი გავლენა ორგანიზმზე. საქმე მიდგომებსა და გამოცდილებაშია. თუ ვისაუბრებთ ჩემზე, ჩემს მეგობრებზე, ჩემი ასაკის ადამიანებზე, თუნდაც თქვენი ასაკის ადამიანზე, ნატა, შეგვიძლია ჩვენ გაცნობიერებულად მივუდგეთ ამ საკითხს და გარკვეულ წილად დადებითი ეფექტისთვის, ძალიან იშვიათად გამოვიყენოთ და არ გაგვიჩნდეს ტოლერანტობა, შესაბამისად დამოკიდებულება. მაგრამ, რა ვუყოთ მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ნერვული სისტემა ჩამოყალიბებული, არ აქვთ სამყარო გაცნობიერებული. ამ ადამიანებს ვერ გავაგებინებთ, როგორ მოიხმარონ მარიხუანა. მოზრდილები მოზარდებისგან ჭკუით არ განვსხავდებით, ჩვენ უბრალოდ მეტი გამოცდილება გვაქვს. მე რომ ვიტყვი, რომ მარიხუანას დადებითი ეფექტი აქვს, მოზარდი მხოლოდ იმას გაიგებს, რომ მარიხუანა კარგია. ამას ვუფრთხი, ეს მაფერხებს იმაში, რომ სწორად ჩამოვაყალიბო მარიხუანას დადებითი და უარყოფითი ეფექტები. დადებითი ეფექტები ნამდვილად აქვს. მარიხუანა, კერძოდ ნივთირება კანაბისი, სინაფსის მეშვეობით, თავის ტვინში ააქტიურებს ნერვული იმპულსის გადაცემას, ახდენს მისი ორმხრივი პარალელური ნაკადებით მოძრაობა-მიმოსვლას. ეს აუმჯობესებს მეხსიერებას, ინტელექტს, გუნება-განწყობილებას, ააქტიურებს მადას, ადამიანი ხდება ოპტიმისტი, მას მეტი შეუძლია, ვიდრე ამის გარეშე. იგივე ონკლოგიის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ემოციურ დონეზე აქვს ეფექტი, აქვს ის თვისებებიც, რომელიც ამ საშინელ მოვლენას, რომელსაც აპოპტოზი ქვია, გარკვეულ წილად აფერხებს. აპოპტოზი არის უჯრედში თანდაყოლილად ჩადებული საკუთარი თავის სუიციდური პროგრამა, ეს ნევროლოგიაში ძალიან საინტერესო საკითხია. ეს მექანიზმი წამყვანია ონკოლოგიური დაავადებების დროს. კვდება უჯრედები, მარიხუანა კი გარკვეულ წილად, გარკვეულ ეტაპებზე კვდომის პროცესებს აფერხებს.



თქვენ აღნიშნეთ დადებითი ეფექტები და თქვით, რომ აქ ზომიერების აღქმის პრობლემაა, რასაც მოზარდები ვერ ახერხებენ. ფრაზა - „არ არის ცუდი“, მათში სხვაგავარდ მუშავდება. შეგვიძლია თუ არა ჩამოვთვალოთ უარყოფითი მხარეები, რაც შეიძლება მარხუანას არაზმომიერმა, სისტემატიურმა მოხმარებამ გამოიწვიოს?

მარიხუანას ორგანიზმზე აქვს ობიექტური და სუბიექტური მოქმედება. სუბიექტური სიმპტომებია ზუსტად ემოციური ტალღა, ობიექტურ სიმპტომებში კი მისი გავლენა იგულისხმება სხვადასხვა ორგანოებზე. ყველაფერს მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. ჩვენს ორგანიზმში არსებობს ცდომილი ნერვი და მისი ბოჭკოები ყველა შინაგან ორგანოსთან მიდის. ცდომილი ნერვის სტიმულირება გულის ცემის გაიშვიათებას იწვევს. მისი ზოგადი მასტიმულირებელი, აღმგზნები მოქმედების გამო, მისი სისტემატური გამოყენება არ მიმაჩნია, რომ სწორია. ორგანიზმს არ შესწევს იმის უნარი, რომ მუდმივად ზეზღურბლოვან აღგზნებაზე ფუნქციონირებდეს, ეს ყოველთვის უარყოფით გავლენას გამოიწვევს.

შესაძლებელია თუ არა, რომ მარიხუანას მოხმარება გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ?

რა თქმა უნდა, აუცილებლად. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ აკრძალული, საშინელი და დამღუპველი პროცესებისკენ, რომლებსაც ძალიან დიდი უბედურება მოაქვთ. თუნდაც კლუბური ნარკოტიკი, თუნდაც მარიხუანა - ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ.

შეიძლება თუ არა მარიხუანას ზომიერმა მოხმარებამაც გამოიწვიოს „ლომკა“ და შეიძლება თუ არა, რომ ზომიერებაშიც დავიკარგოთ? 

ეს არის ზუსტად ის ერთადერთი უარყოფითი თვისება და აკრძალვა. მეცნიერულ, ნეირობიოლოგიურ დონეზე მაქვს ინფორმაცია, რომ თითქოს არ იწვევს დამოკიდებულებას. მაგრამ, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ რადგან ხელოვნური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს, მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სინამდვილეში, არ მოუნდება ეს გაიმეოროს, მას ყოველთვის მოუნდება ამ მდგომარეობაში ყოფნა, მის ნერვულ სისტემას ყოველთვის დასჭირდება წახალისება. ეს გადავა ტოლერანტობაში და საბოლოოდ დამოკიდებულებაში.



რა არის კლუბური ნარკოტიკი და აქვს თუ არა მას უკუჩვენება?

მე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკი მსუბუქი არ არსებობს. ჩვენს თავის ტვინში, ნერვულ უჯრედთან კონტაქტობს და ფუნქციონირებს ნეირომედიატორის საშუალებით. ინფორმაცია ნეირონიდან ნეირონზე გადადის სინაფსში ნივთიერების გამოყოფით. მაგალითად, ერთ-ერთ ნივთიერებას ქვია დოფამინი. კლუბური ნარკოტიკი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას. კლუბური ნარკოტიკები შედიან ამფეტამინების ჯგუფში და მათგან ყველაზე გავრცელებულია ექსტაზი. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ ძვრებს იწვევს თავის ტვინში ნარკოტიკი, რომ ჩვენს სინაფსურ ტერმინალებში, ანუ ნეირონისა და ნეირონს შორის კავშირის ადგილში გროვდება დოფამინი. როგორ შეიძლება ამას ზერელედ შევხედოთ და ვთქვათ, რომ ეს ნარკოტიკს არ მიეკუთვნება. ეს იმდენად პოლიფუნქციური გავლენაა, რადგან ჩვენ თავიდან ბოლომდე თავის ტვინით ვიმართებით, როგორ შეიძლება არაფერად ჩავაგდოთ. გარდა დოფამინისა, არის სეროტონინი, მას უფრო იცნობენ როგორც სიხარულისა და ბედნირების ჰორმონს. არის ოქსიტოცინი, მაგალითად შვილები ოქსიტოცინით გვიყვარს. ვიღვიძებთ დოფამინით, სიამოვნების განცდა სეროტონინითა და დოფამინით გვაქვს. სწორედ მათი სტიმულირება ხდება ამფეტამინების გამოყოფის საშუალებით. სხვადასხვა გზებით, სეროტინის, დოფამინის, სეროტონინის დაგროვება იწვევს ჩვენში ეიფორიას, შიშის არ არსებობას, გახსნილობას, აღარ გვაქვს პიროვნებათა შორის ინტერაქციის პრობლემა, ყველას ვედნობით, ითრგუნება ჩვენი ეგო, პიროვნება. ხომ გესმით, რა სიღრმისეულ ძვრებზე ვსაუბრობთ.

რა ხდება შეგრძნებების გავლის შემდეგ?

მერე იწყება ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთში მიმავალი კიბე, რომლის საფეხურიდან საფეხურზე ადამიანის ტანჯვაა. ეს საშინელებაა და დიდი ზიანია თავად ამ ადამიანისთვის, მისი ოჯახისთვის და სახელმწიფოსთვის. ხდება სრული პიროვნული დეზადაპტაცია. ადამიანს აღარ შესწევს ნორმალურად ცხოვრების უნარი. მას მუდმივად გარეგანი სტიმულირება სჭირდება. თუმცა, სტიმულირების შედეგადაც ვეღარ არის ადამიანი ადეკვატური. ჩვენ გარკვეული ჰომეოსტაზით, ჩვენი ნეირომედიატორების თანაფარდობით ვიბადებით, რომელიც ჩვენი ნორმალური აღქმის პროცესებში მონაწილეობს. აქ ჰომეოსტაზი ირღვევა. ადამიანს აღარ შეუძლია მამობა, დედობა, ქრმობა, ცოლობა - იღვევა სოციალიზაციის ყველანაირი ხარისხი.



რა გამოსავალი არსებობს ამ დროს და როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი ნარკოტიკების მოხმარებას? 

სქემა იმუშავებს იდეალურად და შეუცდომლად, თუ არსებობს ადამიანის მონდომება, მთავარი ეს არის. თავმოყვარეობის შემლახველია რაიმეზე დამოკიდებულება, რაიმის მანია. არაჩვეულებრივი სიტყვაა თავისუფლება. ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს არავითარი გარეშე მასტიმულირებელი ნივთიერება იმისათვის, რომ ჰქონდეს სიამოვნების, სევდის ან ბედნიერების განცდა, ამიტომაც არის ის ადამიანი. ჩვენ ვიბადებით სრულყოფილები, ჩვენ თავად გვაქვს ენდოგენური ოპიატები, ენდორფინები, მარიხუანის მსგავსი ნივთიერებები. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაზე მოვევლინეთ სიამოვნებისთვისაც ჩადებული პაკეტით, ცოდნისთვის, წინსვლისთვის, ტრაგედიისთვის ჩადებული პაკეტებით. ამას უნდა ვიცავდეთ და არ უნდა ვსპობდეთ. სქემის მწვერვალზე დგას პიროვნება და მისი მონდომება. ამის შემდეგ კი ჩვენც შეგვიძლია გამოვადგეთ ადამიანებს. არსებობს მთლიანად მოძღვრება ამ თემაზე - ნარკოლოგია. არსებობს ბევრი მანიპულაცია, ინექციები, პრეპარატები, სარებილიტაციო ღონისძიებები. დიდი არსენალი გვაქვს საშინელი მტერის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/2018-05-23-18-00-00-Avto-Radio.mp3"][/audio]

 
                    [post_title] => „კლუბური ნარკოტიკი და მარიხუანა არის გზა ჯოჯოხეთისკენ" - ექიმი-ნევროლოგი მსუბუქი ნარკოტიკის საშიშ მხარეებზე
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => kluburi-narkotiki-da-marikhuana-aris-gza-jojokhetisken-eqimi-nevrologi-msubuqi-narkotikis-sashish-mkhareebze
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-05-24 15:38:19
                    [post_modified_gmt] => 2018-05-24 11:38:19
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=246311
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 243534
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-05-17 14:40:15
                    [post_date_gmt] => 2018-05-17 10:40:15
                    [post_content] => რა გამოწვევების წინაშე დგებიან მშობლები ზაფხულში და როგორ მოვემზადოთ წლის ყველაზე ცხელი სეზონისთის, როგორ დავიცვათ პატარები ნაწლავური ინფექციებისგან და როგორ მოვიქცეთ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, რა ასაკიდან მივცეთ პატარებს ახალი ხილი და რა სიფრთხილე გამოვიჩინოთ სხვადასხვა პროდუქტების მომზდებისას – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრებრა.

გადაცემის მსვლელობისას ცნობილი ექიმის მისამართით ბევრი სამადლობელი წერილი და თბილი მესიჯი მოვიდა.



ბატონო ნუგზარ, ყოფით ცხოვრებაში ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ენტეროვირუსები, თუმცა, ვიცით, რომ ეს არასწორია. რითია განპირობებული, რატომ ჩნდება ზაფხულში ეს პრობლემა და შეგვიძლია თუ არა გარდამავალ სეზონზე ნაწლავური ინფექციების  პრევენცია მოვახდინოთ?

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვდივარ თქვენს გადაცემაში სტუმრად. მალე ზაფხული დადგება, რომელიც საქართველოში ცხელია ხოლმე და შესაბამისად, იქნება ცხელი დღეებისგან გამოწვეული სამედიცინო პრობლემები. როგორ უნდა მოვემზადოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ თბილისში, რაიონსა თუ თუნდაც საზღვარგარეთ.

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: არ უნდა დავარღვიოთ ის სტანდარტული რეჟიმი, რითიც ვკვებავთ პატარებს. მათი რაციონი მაღალი სანიტარული ნორმებით უნდა იყოს მომზადებული. ზაფხულის პერიოდში მწვავე ნაწლავური ინფექციის შემცირებას განაპირობებს როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში უმთავრესი ინფექცია სწორედ როტავირუსია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სერიოზული პროექტი განახორციელა და უკვე რამდენიმე წელია, უფასოდ ტარდება ეს აცრა. ეს ნიშნავს, რომ როტავირუსული ნაწლავური ინფექციები მკვეთრად შემცირდება. წინათ, დიარეით მიმდინარე დაავადებების 37%-ს როტავირუსი იწვევდა. განვითარებულ ქვეყნებში უფრო ადრე დაიწყეს როტავირუსზე აცრა და მან უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა, წამოიწია ნოროვირუსმა. არ არსებობს ენტეროვირუსები, რომლებიც იწვევენ დიარეით მიმდინარე დაავადებას. ანუ, ენტეროვირუსი საერთოდ არ იწვევს მწვავე ნაწლავურ ინფექციას. ენტერონ - არის ნაწლავი, ალბათ ამიტომაც ამბობენ ხოლმე, რომ ის ნაწლავის ვირუსია. ნაცვლად ამისა, უნდა ვთქვათ - ჩემს შვილს აქვს ნაწლავური, ვირუსული ხასიათის ინფექცია, ან ბაქტერიული ინფექცია. ვირუსული ინფექციების გარდა, მწვავე ნაწლავურ ინფექციას იწვევს დიზენტერია, სალმონელოზი, ნაწლავის ჩხირი და სხვა.
როგორ მოვიქცეთ პირველი ნიშნების გამოვლენისას? ნაწლავური ინფექცია მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მისი ნიშნებია - გულისრევა, დიარეა, ანუ ნაწლავთა მოქმედების გახშირება. სამჯერ და მეტჯერ ნაწლავის მოქედება უკვე დიარეად განიხილება, მაგრამ არა ახალშობილებში. ასევე, შეიძლება ახლდეს ცხელებაც. სანამ ექიმთან მიხვალთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოთ პერორალური რეჰიდრატაცია. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა მიეცეს ის სითხე, რომელსაც ის კარგავს ან ღებინებით, ან ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით. ეს შეიძლება იყოს წყალი, იდეალურია ელექტროლიტების პაკეტი. 2 წლამდე ასაკის ბავშვმა, ერთი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, უნდა მიიღოს 100 მლ. წყალი. 2 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვმა, ყოველი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, უნდა მიიღოს 200 მლ. წყალი. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ რეკომენდაციას აძლევს განვითარებად ქვეყნებს. ჩვენ განვითარებული, კულტურული ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ხელმისაწვდომია ელექტროლიტების ნარევი.
რატომ არის ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტად მიდრეკილი ამ ინფექციისკენ და თუ არის შესაძლებელი როგორმე დავიცვათ ბავშვები მისგან? რთული სამედიცინო კითხვაა. საერთოდ, დაავადებას განაპირობებს მემკვიდრული განწყობა. როდესაც მწვავე ნაწლავურ ინფექციაზე ვსაუბრობთ, ის სერიოზული დაავადებების რიგს მიეკუთვნება. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მსოფლიოში სასუნთქი სისტემის ინფექციების შემდეგ, მწვავე ნაწლავური ინფექცია ფატალურობის კუთხით მეორე ადგილზე დგას. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი არ არის. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია არის სწორედ როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია ასევე არის სუფთა სასმელი წყალი, ელემენტარული სანიტარულ ჰიგიენური ნორმებისა და იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის. როდესაც ზაფხულში ვამზადებთ საკვებს, განცალკევებული უნდა იყოს უმი და მოხარშული მზა საკვები. თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული ხორცი, ბოსტნეული. ხშირად მინახავს ზღვის სანაპიროზე, როგორ მიირთმევს საკვებს წყლიდან ამოსული ადამიანი. თითქოს მარტივი რეკომენდაცია ხელების დაბანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საკვების მიღების წინ, პირველი პრევენციაა მწვავე ნაწლავური ინფექციისათვის. მაცივარში ნებისმიერი პროდუქტი +5 გრადუსზე უნდა შევინახოთ. მშობლები ხშირად ჩქარობენ, ბავშვს ესა თუ ის ხილი გაასინჯონ. უნდა მივირთვათ ნებისმიერი ხილი, მაგრამ უმჯობესია, ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ხილი მივიღოთ. სასტიკად იკრძალება, გზის პირას გასაყიდად გამოტანილი ხილის შეძენა. ის ჰაერი გამონაბოლქვისგან არის დაბინძურებული, ხილის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებები შედის და ხდება ხილისგან მოწამვლა. ცალკე მინდა ვისაუბრო მარწყვზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარწყვი ერთ-ერთ საშიშ პროდუქტად დაასახელა. მასში პესტიციდების შემცველობა 40%-ს შეადგენს, ჩემი მორიდებული რჩევაა, მარწყვის მიცემა 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიზღუდოს. ზოგჯერ, თერმული დამუშავების შემდეგაც კი ინარჩუნებს მარწყვი ზოგიერთ მავნე თვისებას. ხილი უნდა იყოს გარეცხილი, ის მხოლოდ დაბანილი ხელით უნდა გათალოთ. ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი, გარგარი - ძალიან კარგია. 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ვურჩევ ლეღვს, საზამთროს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორ არის შენახული, როგორ მოხდა ბაზრამდე მისი ტრანსპორტირება და ა.შ. თუ გაჭრით საზამთროს, ის ბოლომდე უნდა იქნას რეალიზებული და მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ზოგჯერ სჯობს, ხილი რომელიმე კომპოტის სახით მიიღოს ბავშვმა. შაქარი და მარილი კაცობრიობის უმთავრეს მტრებად განიხილება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენ არცერთ მათგანს არ ვუწევთ რეკომენდაციას. თუ ჩვენ ბავშთა კვების რაციონში 2 წლამდე ვზღუდავთ შაქარს, მაშინ რა სახით ტკბილეული შეიძლება მას შევთავაზოთ? ჩემი მდიდარი კლინიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ სუპერმარკეტში ნაყიდი ტკბილეული იმ ფასად, რა ფასადაც ის იყიდება, არ შეიძლება იყოს სასარგებლო ბავშვისთვის. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება არავითარი შოკოლადი, მითუმეტეს საქართველოში, თუ არ არის ეტიკეტზე ასაკობრივი შეფასება მითითებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკვების დაძალება კატეგორიულად იკრძალება. შეგვიძლია გავარკვიოთ მიზეზები, რატომ არ ჭამს, რატომ აქვს დაბალი ჰემოგლობინი და ა.შ. ზაფხულში ბავშვები ცოტას ჭამენ, მაგრამ ინტენსიურად იზრდებიან. ხილი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ არ დავაძალოთ. ბავშვი რაციონალურ საკვებს უნდა იღებდეს, უნდა იყოს კარგად ადუღებული რძე და ვარგისიანი რძის პროდუქტები, უნდა მიიღოს ხორცპროდუქტები. რეკომენდაციები, რომლებიც ეხება დასვენებას. აქაც ბევრი მოსაზრება არსებობს - ღირს თუ არა ზღვაზე ბავშვის დასვენება და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ქალაქგარეთ? რეკომენდაცია ერთია და მშობლის შესაძლებლობა მეორე. შესაძლოა ოჯახს სურდეს კეთილმოწყობილ კურორტზე დაასვენოს ბავშვი, მაგრამ ვერ ახერხებდეს. ზოგიერთი დაისვენებს საქართველოში, ზოგიერთი კი მსოფლიოს ცნობილ კურორტებზე - ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარი ის არის, როგორ მოვიქცევით. არ უნდა მივიღოთ ის საკვები, რაც აქამდე არ გამისინჯავს ჩემს ქვეყანაში. შესაძლოა კვებისმიერი ალერგია გამოვლინდეს. უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა, ხელები უნდა დაიბანოთ ხშირად, განსაკუთრებით სანამ საკვებს მოამზადებთ. ბატონო ნუგზარ, როდესაც დავაანონსეთ, რომ  თქვენ იქნებოდით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ბევრი თბილი წერილი მოვიდა თქვენი მისამართით. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს პირდაპირ ეთერში ვერ წავიკითხავ, თუმცა, ამ ორ ადამიანს დავპირდი, რომ მათ მოკითხვას აუცილებლად გადმოგცემდით: ანა მაღრაძე: ბატონი ნუგზარს ბადალი არ ჰყავს, უანგარო, კეთილშობილი, საყვარელი და  პროფესიონალი პროფესორია. ჩემს შვილთაშვილს ელენეს ბატონმა ნუგზარმა აჩუქა სიცოცხლე. მე ვერ გამოვთქვავ იმ უსაზღვრო მადლიერებას, რაც დამსახურებულად ეკუთვნის ბატონ ნუგზარ უბერს ჩვენგან. ბავშვზე გვატყუებდნენ სხვა ექიმები ტუბერკულოზი აქვსო, ბატონი ნუგზარის სწორმა დიაგნოზმა და სწორმა მკურნალობამ დადებითი შედეგი დაგვიდო. მის ადამიანურ გრძნობასა და გაგებას პატივს ვცემ და ვეთაყვანები. იგი არის ბავშვთა უნიკალური  სპეციალისტი, მე ვერ დავუკარგავ ამ სიკეთეს. რომ არა ბატონი ნუგზარი, შეიძლება უმძიმეს შედეგის წინაშე აღმოვჩენილიყავით. მე 72 წლის ქალი ვარ და ასეთი გულისხმიერი, უანგარო ექიმი არ მინახავს. მარინა ბენიძე: ბატონი ნუგზარი ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანია. მე ტყუპები მყავს. ორივენი ერთად მიმყავდა ხოლმე კონტროლზე. გამომყვებოდა ხოლმე მისაღებში და მიმღებს აფრთხილებდა. ამათგან ორის მომსახურება არ აიღოთ. ერთი აიღეთო. დღეს ორი ტყუპის გაზრდა გმირობააო. არ არსებობს ამ კაცისთვის სამუშაო საათები... ღამის საათებშიც შეგვიწუხებია და რჩევა მოუცია. ალბათ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ქვეყანა... [gallery columns="4" link="file" ids="243550,243552,243553,243551"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/ekimebi-nugzar-uberi.mp3"][/audio]             [post_title] => მარწყვი, საშიში პროდუქტი – როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => marwyvi-sashishi-produqti-rogor-davicvat-bavshvebi-zafkhulshi-nawlavuri-infeqciebisgan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-17 14:40:25 [post_modified_gmt] => 2018-05-17 10:40:25 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=243534 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 240838 [post_author] => 23 [post_date] => 2018-05-10 14:40:11 [post_date_gmt] => 2018-05-10 10:40:11 [post_content] =>

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ მშობლების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს დაეთმო. რა არის ახალაშობილთა ტირილის უხშირესი მიზეზი, როდის არის საგანგაშო ახალშობილთა სიყვითლე,  საჭიროა თუ არა კოლიკის დროს გაზგამყვანი მილი და მედიკამენტები, როდის უნდა დაჯდეს, როდის უნდა ხოხავდეს ბავშვი. რეკომენდებულია თუ არა ჭოჭინა და სუპინატორიანი ფეხსაცმელი. ასევე, რაზე მიუთითებს არათანაბარი ნაკეცები ფეხებზე, რა უნდა ვიცოდეთ პალმის ზეთის, კალცის, ვიტამინი D-სა და ხშირი ოფლიანობის შესახებ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების უფროსმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პედიატრთან ვიზიტის დაგეგმვა, ასევე, შესაძლებელია კლინიკაში „მზიური მედი“. ქალბატონო ინგა, რა არის ახალაშობილთა ტირილის უხშირესი მიზეზი? ახალშობილობის პერიოდი არის დაბადებდან 28 დღის ჩათვლით. ახალშობილის ერთ-ერთი სასაუბრო ენა არის ტირილი. ის ასე შედის კომუნიკაციაში გარშემომყოფებთან, ცდილობს მუცლად ყოფნის შემდეგ ახალ გარემოში გაიაროს ადაპტაცია. ის დედასთან ურთიერთობის დაბრუნებას ცდილობს და ეს ბუნებრივი კვების საშუალებით ხდება. ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვებს უფრო მეტად მარცხენა ძუძუ უყვართ, იმიტომ რომ ის გულთან ახლოს არის. ბავშვები ტირიან და მუდმივად საკვებს ითხოვენ, ამიტომ ისინი კვების თავისუფალ რეჟიმზე არიან. მან მაშინ უნდა მიიღოს ძუძუთი კვება, როდესაც ტირის. თუ ეს ბავშვს არ ამშვიდებს, მაშინ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. ძალიან ხშირად, პედიატრები შეცდომას ვუშვებთ და ვნიშნავთ დამატებით კვებას. ვფიქრობთ, რომ არ ყოფნის ბუნებრივი კვება და საჭიროა ხელოვნური ნარევის დამატება. წესით, ერთი თვის ასაკში ბავშვი უნდა აიწონოს და თუ ნამატი აქვს, ხელოვნური საკვების დამატება მას არ სჭირდება. დროთა განმავლობაში, ბავშვი სწავლობს, როგორ შეატყობინოს დედას, თუ რა სურს მას. დედა თვითონ ხვდება რა უნდა ბავშვს.
  • ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ტკივილი, კოლიკა, ბავშვები ძალიან სწრაფად წოვენ და ამას მოყვება აეროფაგია, ანუ ჰაერის ყლაპვა, რაც ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის. აქ ჩვენ სხვადასხვა სახის საშუალებებს ვაწვდით ბავშვს და ეს ყველაფერი უშედეგოა, რადგან არ აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტული ფუნქცია და ა.შ.
  • ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ხალხმრავლობის მიმართ, თუკი საფენი აქვს სველი, ან სცივა, ის წუხს. თუკი ხელებს და ცხვირს მოუსინჯავენ და ფიქრობენ, რომ ბავშვს სცივა, ასე არ არის. ოთახში ტემპერატურა 18-20 გრადუსს არ აღმატებოდეს. აგვისტოში ახალშობილს ფეხზე შალის წინდა არ უნდა ჩააცვათ. მყავდა ასეთი პაციიენტი, რომელიც მკბენარა შალის წინდის გამო დღე და ღამე ტიროდა.
  • ხშირად ბავშვი რაღაცას ითხოვს, ბეზრდება წოლა და როგორც კი მას მშობელი აიყვანს ხელში აიყვანს და გულზე მიიკრავს, წყნარდება. მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი ხელში აყვანას მიეჩვევა დაა ეს ცუდია, ეს ასე არ არის. ეს მხოლოდ სიყვარულის გადაცემაა და კანის კანთან ურთიერთობის მეთოდი არაჩვეულებრივია.
  • უკანასკნელ პერიოდში ძალიან სერიუზულად საუბრობენ რქოვანას ეროზიაზე, ეს ძალიან მტკივნეულია. მყავდა პაცინტი, 1 თვის ბავშვი, რომლიც განუწყვეტლივ ტიროდა სწორედ ამ მიზეზით. ბავშვს შესაძლოა სტკიოდეს ყური, მოხდეს საკვების გადაცდენა. და ბოლოს, შეიძლება ბავშვი ტიროდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ითხოვდეს ყურადღებას.
თუმცა, მაინც ახალშობილებში კოლიკა არის წამყვანი ტირილის მიზეზი. ეს შეიძლება გამოიხატოს ტირილში. სამ თვემდე რა საშუალებებიც არ უნდა იხმაროთ, უშედეგო იქნება. ხშირად მეცოდებიან კიდეც მშობლები, ცვლიან ამ მედიკამენტებს... სახლში დახმარების აღმოჩენა ბევრად უფრო ეფექტრურია ხოლმე: მშობლების თანდასწრებთ ცოტა ხნით მუცელზე დაწვენა, გარკვეული პოზის მიცემა, მუცლის შეთბობა, მაგალითად ფენის თბილი ნაკადის მიშვერით მომენტალურად იხსნება კოლიკა და ბავშვი გამოყოფს გაზებს. მე არ ვურჩევ მშობლებს ხშირად გაზგამყვანი მილის ჩადგმას, იმიტომ, რომ ბავშვი არ მიეჩვიოს ამ დახმარებს, მან თვითონ უნდა შეძლოს იმ პრობლემებთან გამკლავება რაც მას ტკივილს ანიჭებს. როდის არის ახალშობილთა სიყვითლე საგანგაშო? პირველ რიგში გეტყვით, რომ ფიზიოლოგიური სიყვითლე ემართება ახალშობილთა 50%-ს. ბავშვი დაბადებიდან მეორე დღეს ყვითლდება. ამისი მიზეზი ის არის, რომ დედისგან მიღებული ერითროციტები, რომლებიც ტრანსპლაცენტარული გზით გადაეცემოდა, როდესაც გადაიჭრება ჭიპლარი, ამდენი ერითროციტი უბრალოდ აღარ არის საჭირო და ისინი იწყებენ დაშლას, გამოიყოფა ჰემოგლობინი, რომლის შედეგადაც გამოიყოფა არაპირდაპირი ბილირუბინი. არაპირდაპირი ბილირუბინი ეს არის ცხიმში ხსნადი ბილირუბინი, რომელიც უნდა გარდაიქმნას წყალში ხსნად ბილირუბინად. ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა ფერმენტი გლუკონორიუმ ტრასფერანზა, რომელიც არაპირდაპირ ბილირუბინს ღვიძლში გადაიტანს და აქ ხდება მისი გარდაქმნა არაპირდაპირ ბილირუბინად. ბოლოს, ის განავლოვან მასებთან ერთად გამოიყოფა. როდესაც ბავშვი იბადება ფიზოლოგიური სიყვითლით, ჯერ ღვიძლის ფუნქცია, ფერმენტული ფუნქცია  მოუმწიფებელია და ამიტომაც ყვითლდება ბავშვი. ასეთ ბავშვს ვაკვირდებით, ეს იწყება მეორე-მესამე დღეს და 2 კვირაში ბავშვი თავის ფერს იბრუნებს. თუ სიყვითლე პირველ 24 საათში წარმოიქმნა, თუ სიყვითლე ინტენსიურიაა, თუ ბავშვი ზაფრანას ფერია, ბილირუბინი ძალიან მაღალია, არის ჯგუფური, ან რეზუს შეუთავსებლობა და არის სხვა თანდაყოლილი სინდრომები ეს უკვე ყურადღესაბია. ბილირუბინი არის ცხიმში ხსნადი და მას შეუძლია ჰემატოენცეფალურ ბარიერს გაააღწიოს და გამოიწვიოს ბილირუბინული ენცეფალოპათია. ეს კი ბავშვის სიცოცხლისთვის საშიშია. ნებისმიერი სიყვითლე ექიმმა უნდა შეაფასოს. არსებობს ასევე კონიუგაციური სიყვითლე, რომელიც ერთ თვემდე ლაგდება ხოლმე. ფიზიოლოგიური სიყვითლე აბსოლუტირად არ არის საშიში, ისევე როგორც ფიზიოლოგიური კლება. ბავშვს აქვს უფლება დაიკლოს თავისი წონის 10%. ბავშვი გამოყოფს შარდს, განავალს, ის სუნთქავს და მის შედეგად სითხე ორთქლდება. მეათე დღისთვის ბავშვი სრულად იბრუნებს თავის წონას. პირველ თვეში სასურველია ბავშვმა მოიმატოს 600 გრამი. ნორმაა თუ არა ღებინება ახალშობილებში? არიან ბავშვები რომლებიც ძალიან სწრაფად ჭამენ. ამას ახლავს აეროფაგია, იყლაპება ჰაერი და ამოქარვების პროცესში, მოყვება ხოლმე საკვებიც. ბავშვმა მცირე რაოდენობა უნდა ამოაყოლოს ჰაერს. შესაძლოა ზედმეტი რაოდენობით მიიღო საკვები და ეს უნდა ამოღოს რა თქმა უნდა. მაგრამ ამასაც თავისი ტიპები აქვს. თუ ღებინებას ჩანჩქერისებული ფორმა აქვს, დიფერენცირება უნდა მოხდეს და მივაქციოთ ყურადღება. თუ ბავშვს ხშირი ღებინება აქვს და წონაში მატება კარგია, მაშინ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არსებობს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, როდესაც საკვები საყლაპავ მილში ამოისროლება და ის ხვდება სასუნთქ გზებში, ამ დროს ბავშვებს ეწყებათ ხველა და ბავშვებს სხვადასხვა სპეციალისტებთან დაარბენინებენ, სინამდვილეში კი, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ღებინება, სამ თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის საშიში, თუმცა რა თქმა უნდა კონსულტაცია უნაა გაიაროთ სპეციალისტთან. როდის უნდა დაჯდეს ბავშვი, უნდა ხოხავდეს თუ არა ის, რატომ აღარ არის საჭირო ჭოჭინა და ყველა ბავშვს სჭირდება თუ არა სუპინატორიანი ფეხსსაცმელი? ძალიან ხშირად სვამენ ამ კითხვებს მშობლები. დაჯდომა არის ევოლუცია, ის უნდა დაჯდეს მაშინ, როდესაც ცდილობს, რომ წამოჯდეს. ეს 4-5 თვის ასაკიდან ხდება. კომუნისტების პერიოდში მიიჩნეოდა, რომ ბავშვი 6 თვიდან უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეს მიდგომები შეიცვალა. რაც შეიძლება ხოხვას - მას თუ უნდა იხოხავს, თუ უნდა პირდაპირ გაივლის. ბავშვი გაივლის მაშინ, როდესაც უნდა გაიაროს და ხოხვა მას ხელს არ შეუშლის. ნუ ეცდებით, რომ ის ფეხზე წამოაყენოთ. იხოხოს წინ, უკან - ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება ჭოჭინას, ძალიან ბევრ ქვეყანაში ის საერთოდ აკრძალულია. ბავშვის ძვალსახსროვაანი სისტემა განიცდის ცვლილებებს და მეორე და სერიოზული მიზეზი, ბავშვის ტრამვატიზაციაა. როდესაც ბავშვი ჭოჭინაშია, მშობელი ადუნებს ყურადღებას და მან შეიძლება რაიმე დაიზიანოს. მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ჭოჭინაში მყოფმა ბავშვმა მდუღარე ჩაიდანი გადაისხა. როდესაც ცდილობთ ბავშვი ჩასვათ ჭოჭინაში, კენგურუში, ან სარტყელი გაუკეთოთ, გავიაროთ კონსულტაცია ორთოპედთან. ეს არის ძვალ-სახსროვანი დაავადებების საუკუნე და წლამდე ბავშვმა სამჯერ მაინც უნდა გაიაროს კონსულტაცია ორთოპედთან. რაც შეეხება სუპინატორს, ის ორთოპედიული დანამატია და ამას ორთოპედი არჩევს. ბრტყელტერფიანობა არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი. ტერფის სრული ჩამოყალიბება 6-7 წლის ასაკში ხდება. ბავშვის კარგი ბრენდის ფეხსაცმელი ფეხს კარგად უფიქსირებს. არსებობს თხელი ლითონის კამარა, რომელიც ფეხსაცმლის ძირს მიყვება, ასეთ ფეხსაცმელს თავად მშობლები არჩევენ. თუ საჭიროა სპეციალური ორთოპედიული სუპინატორი, ამას ტერფის კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით არჩევს ორთოპედი. როდესაც ბავშვი ფეხის ადგმას იწყებს, უნდა ვეცადოთ, ის კოჭზე კარგად იყოს მომდგარი და იყოს რბილი ტყავის. მშობლებს მინდა ვთხოვო, ნუ ჩააცმევთ სხვის ნახმარ ფეხსაცმელს, რადგან მას უკვე დეფორმაცია აქვს მიღებული. ცუდი სუნი პირში - რას უკავშირდება ის? სუნი პირიდან - ყველა ადამიანს აქვს, განსაკუთრებით დილას. ის რომ ბავშვს ჭიები ჰყავს და ამიტომ აქვს სუნი, ეს მითია. სუნი პირიდან შეინიშება მაშინ, ნუშისებური ჯირკვლების გაწოვა ხდება, როდესაც სუნთქავს პირით და ლორწოვანების გამოშრობა ხდება, თუ ბავშვს ცხვირ-ხახის ინფექცია აქვს და ბაქტერიები ენის უკანა ნაწილზე ილექება. როგორც კი ბავშვს კბილებს გამოვუწმენდთ და ენას გამოვხეხავთ, სუნიც გაქრება. ზოგჯერ კუჭის კარდიალური სპინქტერი ცოტას აგვიანებს ხოლმე დახურვას და შესაძლოა ამოკრავდეს სუნი. ასეთ დროს უნდა მიმართოთ ექიმს. შავი ნადები კბილებზე - რატომ ჩნდება და რა უნდა გააკეთოს მშობელმა? ძალიან ბევრი ბავშვია კბილებზე შავი ლაქებით. მშობლებს ეშინიათ, რომ ბავშვებს კარიესი დაეწყოთ. ეს არის ტკბილეულის, ნახშირწყლებისა და ბაქტერიების შენაერთი. ეს მარტივად მოშორებადია, არსებობს სპეციალური თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები, მცირე რაოდენობის სოდას ამატებენ და თავადაც წმენდენ მშობლები. ვიტამინებზე და კალცზე მინდა ვსაუბროთ... არის თუ არა შემთხვევები, როდესაც D ვიტამინი საერთოდ არ არის საჭირო... ამ უკანასკნელ პერიოდში ბავშვებში სამჯერ ზედიზედ მომიწია D ვიტამინის სისხლში განსაზღვრა და აღმოჩნდა, რომ მათ D ვიტამინის დეფიციტი აქვთ. როდესაც ანამნეზი გამოვიკითხე, ეს ის ბავშვები აღმოჩნდნენ, რომლებსაც არ მიუღიათ დაბადებიდან D ვიტამინი. მე მაგალითად, პოლივიტამინების მომხრე არ ვარ, ამას თავისი ჩვენება აქვს. ბავშვს, რომელიც ბალანსირებულად იკვებება, მას ვიტამენების დამატებით მიცემა არ სჭირდება. კალცს წლამდე ასაკის ბავშვებში არავინ ნიშნავს. კალცის უტილიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა D ვიტამინი. თუ არის რაიმე ჩივილი, ეჭვი გვაქვსს ჰიპოკალცემიაზე, შეგვიძლია ანალიზის ჩატარების შედეგად დავნიშნოთ კალციუმი. D3 ვიტამინის ნაკლებობას ახლავს ოფლიანობა... ძალიან იმატა ჰიპერქტიული ბავშვების რაოდენობამ. ეს დამახასიათებელია ემოციური, რთული, ცელქი ბავშვებისთვის. ისინი ემოციას ხარშავენ შიგნით, ინტრავენტები არიან. ან თუ გამოხატავენ ემოციას, ამას მთელი სიმძაფრიდ აკეთებენ. ასეთ ბავშვებს უჭირთ ჩაძინება და არც ძილში არიან მშვიდები. შესაძლოა,  ეს გენეტიკურიც იყოს. მანის ფაფა - რამდენად არის ის რეკომენდებული, ან რატომ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან? წლამდე ასაკამდე საერთოდ არ არის მანის ფაფის მიცემა ბავშვისთვის სასურველი. მანანის ბურღული არის ძალიან წვრილად დაფქვილი ხორბალი, რომლის ძირითად ნაწილს სახამებელი და ნახშირწყალი წარმოადგენს, რა თქმა უნდა შედის სხვადასხვა ვიტამინიც, მას გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს, თუმცა ბავშვებში რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა შევზღუდოთ მანის ფაფის მიცემა ბავშვებისთვის. პირველი - მასში შედის ფიტინი, ეს არის კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის  უხსნადი შენაერთი, რომელიც ხელს უშლის ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას. გარდა ამისა, ის შეიცავს გლუტენს, შესაძლოა იყოს ალერგიული. წლის შემდეგ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ შეგიძლიათ აჭამოთ ბავშვებს მანის ფაფა. ძალიან შეშფოთებულები არიან მშობლები პალმის ზეთით... თავისთავად პალმის ზეთი ცუდი არ არის, უბრალოდ მეწარმეები ცუდ პალმიტატს იყენებენ. პალმის ზეთის სიკარგე განისაზღვრება ზეჟანგური ჟანგვის რიცხვით და ის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ როდესაც ის, რასაც ჩვენ მოვიხმართ, 10%-ს აღემატება. პალმის ზეთი იხმარება ყველგან, სადაც ეტიკეტზე მცენარეული ზეთია მითითებული. ის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას უწყობს ხელს და წარმოადგენს კარცეროგენს. ვეცადოთ, ისეთი პროდუქტები შევიძინოთ, რომლებიც არის პალმის ზეთის გარეშე. პალმის ზეთისთვის დამახასიათებელია ყაბზობა და ის შედის ნაყინში, შოკოლადებსა და სხვადასხვა ტკბილეულში. როგორია თქვენი მოსაზება ფეხებზე არათანაბარ ნაკეცებთან დაკავშირებით ? ის რომ, არათანაბარი ნაოჭები რაიმე ძვლოვან პათოლოგიაზე მიუთითებს, ეს მითია. თუმცა, შეიძლება იყოს სიმპტომი და საჭიროა ვაჩვენოთ ბავშვი ორთოპედს. [gallery columns="4" link="file" ids="240860,240861,240862,240863"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/inga-mamuchishvili.mp3"][/audio]   [post_title] => ტირილი, კოლიკა, ჭოჭინა და პალმის ზეთი - ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tirili-kolika-chochina-da-palmis-zeti-inga-mamuchishvilis-rekomendaciebi-mshoblebis-mier-yvelaze-khshirad-dasmul-shekitkhvebze [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-10 16:54:04 [post_modified_gmt] => 2018-05-10 12:54:04 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=240838 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 246311 [post_author] => 23 [post_date] => 2018-05-24 14:54:07 [post_date_gmt] => 2018-05-24 10:54:07 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE უსაფრთხოა თუ არა მარიხუანა, იწვევს თუ არა ის შეჩევავს და შესაძლოა თუ არა მარიხუანას მოხმარება  გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ. არსებობს თუ არა მსუბუქი ნარკოტიკი და როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ეგრეთწოდებული „კლუბური ნარკოტიკი“ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფის ექიმმა-ნევროლოგმა, ირინა ურუშაძემ უსაბრა. საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ მარიხუანა არ ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს, ან არ იწვევს მიჩვევას, არ იწვევს დამოკიდებულებას - ასეა თუ არა ეს? ვეცდები ისე ვისაუბრო, რომ არც პროპაგანდა გამომივიდეს და არც გავამწვავო საკითხი. რას ნიშნავს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი? მაგალითად ავიღოთ ღალატი - არსებობს მსუბუქი ღალატი და მძიმე ღალატი? ქალბატონი, რომელსაც მეუღლე ჰყავს, შეიძლება თუ არა სხვა მამაკაცს გაჰყვეს რესტორანში, აკოცოს, ეცეკვოს, მსუბუქი ფლირტი აწარმოოს და დაბრუნდეს სახლში? ყველასთვის საშინელებაა და მიუღებელია საზოგადოებისთვის მანდილოსანი, რომელსაც მეუღლე ჰყავს და სხვა სექსუალურ პარტნიორს გაიჩენს. რატომ გამიჩნდა ასეთი ასოციაცია - მსუბუქი ნარკოტიკი, ასეთი ცნების არსებობა მე არასწორად  მიმაჩნია. ნარკოტიკისკენ გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის ხსნის გზას. ამას რომ დაუშვებ, ამას რომ მიიღებ, მერე გიჩნდება ლტოლვა, ცნობისმოყვარეობა და სურვილი. მე ემოციის დონეზე მოტივაციებზე ვსაუბრობ, თუმცა რასაკვირველია მსუბუქი ნარკოტიკის ხშირი მოხმარების შემთხვევაში, ჩნდება ტოლერანტობა და შემდეგ დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულების მოსასპობად კი აუცილებლად გაჩნდება მოთხოვნილება მძიმე ნარკოტიკების მიმართ. ამიტომ, მგონია, რომ ამ ნივთირებების „მსუბუქად“ და „მძიმედ“ დაყოფა არასწორია. არ ვიცი როგორ ვთქვა ეს ანდაზა ქართულად, თუმცა ზუსტად შეესაბამება - „Игра не стоит свеч“. ჩვენ ისეთ ცუდ შედეგებს მივიღებთ, რომ ის მცირე სამედიცინო ეფექტები ამად ნამდვილად არ ღირს. კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია. ამბობენ, რომ ზომიერად მოხმარებული მარიხუანა ზიანის მომტანი არ არის, უფრო მეტიც, ის ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს... შეუძლია თუ არა მარიხუანამ მართლაც მოახდინოს რაიმე დადებითი გავლენა ორგანიზმზე? მარიხუანა არის მცენარე, რომლის ლათინური სახელწოდებაა Cannabis sativa. ყლორტებისგან ზეთი კეთდება, ფოთლები კი შრება და მას ინჰალაციის გზით მოიხმარენ - ეს ინფორმაცია საზოგადოებამ კარგად იცის. რაც შეეხება მის ეფექტს, ვეცდები გასაგებ ენაზე ვისაუბრო. ეს არის ნივთიერება კანაბინოიდი, რომელსაც გარკვეულ წილად აქვს დადებითი გავლენა ორგანიზმზე. საქმე მიდგომებსა და გამოცდილებაშია. თუ ვისაუბრებთ ჩემზე, ჩემს მეგობრებზე, ჩემი ასაკის ადამიანებზე, თუნდაც თქვენი ასაკის ადამიანზე, ნატა, შეგვიძლია ჩვენ გაცნობიერებულად მივუდგეთ ამ საკითხს და გარკვეულ წილად დადებითი ეფექტისთვის, ძალიან იშვიათად გამოვიყენოთ და არ გაგვიჩნდეს ტოლერანტობა, შესაბამისად დამოკიდებულება. მაგრამ, რა ვუყოთ მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ნერვული სისტემა ჩამოყალიბებული, არ აქვთ სამყარო გაცნობიერებული. ამ ადამიანებს ვერ გავაგებინებთ, როგორ მოიხმარონ მარიხუანა. მოზრდილები მოზარდებისგან ჭკუით არ განვსხავდებით, ჩვენ უბრალოდ მეტი გამოცდილება გვაქვს. მე რომ ვიტყვი, რომ მარიხუანას დადებითი ეფექტი აქვს, მოზარდი მხოლოდ იმას გაიგებს, რომ მარიხუანა კარგია. ამას ვუფრთხი, ეს მაფერხებს იმაში, რომ სწორად ჩამოვაყალიბო მარიხუანას დადებითი და უარყოფითი ეფექტები. დადებითი ეფექტები ნამდვილად აქვს. მარიხუანა, კერძოდ ნივთირება კანაბისი, სინაფსის მეშვეობით, თავის ტვინში ააქტიურებს ნერვული იმპულსის გადაცემას, ახდენს მისი ორმხრივი პარალელური ნაკადებით მოძრაობა-მიმოსვლას. ეს აუმჯობესებს მეხსიერებას, ინტელექტს, გუნება-განწყობილებას, ააქტიურებს მადას, ადამიანი ხდება ოპტიმისტი, მას მეტი შეუძლია, ვიდრე ამის გარეშე. იგივე ონკლოგიის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ემოციურ დონეზე აქვს ეფექტი, აქვს ის თვისებებიც, რომელიც ამ საშინელ მოვლენას, რომელსაც აპოპტოზი ქვია, გარკვეულ წილად აფერხებს. აპოპტოზი არის უჯრედში თანდაყოლილად ჩადებული საკუთარი თავის სუიციდური პროგრამა, ეს ნევროლოგიაში ძალიან საინტერესო საკითხია. ეს მექანიზმი წამყვანია ონკოლოგიური დაავადებების დროს. კვდება უჯრედები, მარიხუანა კი გარკვეულ წილად, გარკვეულ ეტაპებზე კვდომის პროცესებს აფერხებს. თქვენ აღნიშნეთ დადებითი ეფექტები და თქვით, რომ აქ ზომიერების აღქმის პრობლემაა, რასაც მოზარდები ვერ ახერხებენ. ფრაზა - „არ არის ცუდი“, მათში სხვაგავარდ მუშავდება. შეგვიძლია თუ არა ჩამოვთვალოთ უარყოფითი მხარეები, რაც შეიძლება მარხუანას არაზმომიერმა, სისტემატიურმა მოხმარებამ გამოიწვიოს? მარიხუანას ორგანიზმზე აქვს ობიექტური და სუბიექტური მოქმედება. სუბიექტური სიმპტომებია ზუსტად ემოციური ტალღა, ობიექტურ სიმპტომებში კი მისი გავლენა იგულისხმება სხვადასხვა ორგანოებზე. ყველაფერს მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. ჩვენს ორგანიზმში არსებობს ცდომილი ნერვი და მისი ბოჭკოები ყველა შინაგან ორგანოსთან მიდის. ცდომილი ნერვის სტიმულირება გულის ცემის გაიშვიათებას იწვევს. მისი ზოგადი მასტიმულირებელი, აღმგზნები მოქმედების გამო, მისი სისტემატური გამოყენება არ მიმაჩნია, რომ სწორია. ორგანიზმს არ შესწევს იმის უნარი, რომ მუდმივად ზეზღურბლოვან აღგზნებაზე ფუნქციონირებდეს, ეს ყოველთვის უარყოფით გავლენას გამოიწვევს. შესაძლებელია თუ არა, რომ მარიხუანას მოხმარება გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ? რა თქმა უნდა, აუცილებლად. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ აკრძალული, საშინელი და დამღუპველი პროცესებისკენ, რომლებსაც ძალიან დიდი უბედურება მოაქვთ. თუნდაც კლუბური ნარკოტიკი, თუნდაც მარიხუანა - ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ. შეიძლება თუ არა მარიხუანას ზომიერმა მოხმარებამაც გამოიწვიოს „ლომკა“ და შეიძლება თუ არა, რომ ზომიერებაშიც დავიკარგოთ? ეს არის ზუსტად ის ერთადერთი უარყოფითი თვისება და აკრძალვა. მეცნიერულ, ნეირობიოლოგიურ დონეზე მაქვს ინფორმაცია, რომ თითქოს არ იწვევს დამოკიდებულებას. მაგრამ, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ რადგან ხელოვნური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს, მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სინამდვილეში, არ მოუნდება ეს გაიმეოროს, მას ყოველთვის მოუნდება ამ მდგომარეობაში ყოფნა, მის ნერვულ სისტემას ყოველთვის დასჭირდება წახალისება. ეს გადავა ტოლერანტობაში და საბოლოოდ დამოკიდებულებაში. რა არის კლუბური ნარკოტიკი და აქვს თუ არა მას უკუჩვენება? მე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკი მსუბუქი არ არსებობს. ჩვენს თავის ტვინში, ნერვულ უჯრედთან კონტაქტობს და ფუნქციონირებს ნეირომედიატორის საშუალებით. ინფორმაცია ნეირონიდან ნეირონზე გადადის სინაფსში ნივთიერების გამოყოფით. მაგალითად, ერთ-ერთ ნივთიერებას ქვია დოფამინი. კლუბური ნარკოტიკი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას. კლუბური ნარკოტიკები შედიან ამფეტამინების ჯგუფში და მათგან ყველაზე გავრცელებულია ექსტაზი. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ ძვრებს იწვევს თავის ტვინში ნარკოტიკი, რომ ჩვენს სინაფსურ ტერმინალებში, ანუ ნეირონისა და ნეირონს შორის კავშირის ადგილში გროვდება დოფამინი. როგორ შეიძლება ამას ზერელედ შევხედოთ და ვთქვათ, რომ ეს ნარკოტიკს არ მიეკუთვნება. ეს იმდენად პოლიფუნქციური გავლენაა, რადგან ჩვენ თავიდან ბოლომდე თავის ტვინით ვიმართებით, როგორ შეიძლება არაფერად ჩავაგდოთ. გარდა დოფამინისა, არის სეროტონინი, მას უფრო იცნობენ როგორც სიხარულისა და ბედნირების ჰორმონს. არის ოქსიტოცინი, მაგალითად შვილები ოქსიტოცინით გვიყვარს. ვიღვიძებთ დოფამინით, სიამოვნების განცდა სეროტონინითა და დოფამინით გვაქვს. სწორედ მათი სტიმულირება ხდება ამფეტამინების გამოყოფის საშუალებით. სხვადასხვა გზებით, სეროტინის, დოფამინის, სეროტონინის დაგროვება იწვევს ჩვენში ეიფორიას, შიშის არ არსებობას, გახსნილობას, აღარ გვაქვს პიროვნებათა შორის ინტერაქციის პრობლემა, ყველას ვედნობით, ითრგუნება ჩვენი ეგო, პიროვნება. ხომ გესმით, რა სიღრმისეულ ძვრებზე ვსაუბრობთ. რა ხდება შეგრძნებების გავლის შემდეგ? მერე იწყება ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთში მიმავალი კიბე, რომლის საფეხურიდან საფეხურზე ადამიანის ტანჯვაა. ეს საშინელებაა და დიდი ზიანია თავად ამ ადამიანისთვის, მისი ოჯახისთვის და სახელმწიფოსთვის. ხდება სრული პიროვნული დეზადაპტაცია. ადამიანს აღარ შესწევს ნორმალურად ცხოვრების უნარი. მას მუდმივად გარეგანი სტიმულირება სჭირდება. თუმცა, სტიმულირების შედეგადაც ვეღარ არის ადამიანი ადეკვატური. ჩვენ გარკვეული ჰომეოსტაზით, ჩვენი ნეირომედიატორების თანაფარდობით ვიბადებით, რომელიც ჩვენი ნორმალური აღქმის პროცესებში მონაწილეობს. აქ ჰომეოსტაზი ირღვევა. ადამიანს აღარ შეუძლია მამობა, დედობა, ქრმობა, ცოლობა - იღვევა სოციალიზაციის ყველანაირი ხარისხი. რა გამოსავალი არსებობს ამ დროს და როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი ნარკოტიკების მოხმარებას?  სქემა იმუშავებს იდეალურად და შეუცდომლად, თუ არსებობს ადამიანის მონდომება, მთავარი ეს არის. თავმოყვარეობის შემლახველია რაიმეზე დამოკიდებულება, რაიმის მანია. არაჩვეულებრივი სიტყვაა თავისუფლება. ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს არავითარი გარეშე მასტიმულირებელი ნივთიერება იმისათვის, რომ ჰქონდეს სიამოვნების, სევდის ან ბედნიერების განცდა, ამიტომაც არის ის ადამიანი. ჩვენ ვიბადებით სრულყოფილები, ჩვენ თავად გვაქვს ენდოგენური ოპიატები, ენდორფინები, მარიხუანის მსგავსი ნივთიერებები. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაზე მოვევლინეთ სიამოვნებისთვისაც ჩადებული პაკეტით, ცოდნისთვის, წინსვლისთვის, ტრაგედიისთვის ჩადებული პაკეტებით. ამას უნდა ვიცავდეთ და არ უნდა ვსპობდეთ. სქემის მწვერვალზე დგას პიროვნება და მისი მონდომება. ამის შემდეგ კი ჩვენც შეგვიძლია გამოვადგეთ ადამიანებს. არსებობს მთლიანად მოძღვრება ამ თემაზე - ნარკოლოგია. არსებობს ბევრი მანიპულაცია, ინექციები, პრეპარატები, სარებილიტაციო ღონისძიებები. დიდი არსენალი გვაქვს საშინელი მტერის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/2018-05-23-18-00-00-Avto-Radio.mp3"][/audio]   [post_title] => „კლუბური ნარკოტიკი და მარიხუანა არის გზა ჯოჯოხეთისკენ" - ექიმი-ნევროლოგი მსუბუქი ნარკოტიკის საშიშ მხარეებზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => kluburi-narkotiki-da-marikhuana-aris-gza-jojokhetisken-eqimi-nevrologi-msubuqi-narkotikis-sashish-mkhareebze [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-24 15:38:19 [post_modified_gmt] => 2018-05-24 11:38:19 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=246311 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 71 [max_num_pages] => 24 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 8a617e7d75384ea90470b6912de0a358 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები