LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება ქალბატონების ცხოვრებაზე

114

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება ქალბატონების ცხოვრებაზე. ამ საკითხს ამერიკელი სპეციალისტები რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდნენ და მათი ობიექტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მილიონობით ქალბატონი გახდა. აღმოჩნდა, რომ მავნე ჩვევაზე უარის თქმა სიცოცხლეს დაახლოებით 10 წლით ახანგრძლივებს. გარდა ამისა, მოწევა გავლენას შვილებზეც ახდენს და თუკი დედა ეწევა, რისკი რომ ბავშვებიც მოწევენ – ძალიან დიდია.

მოწევისთვის თავის დანებება კი ყველასთვის ერთნაირად ადვილი არ არის და ის განსაკუთრებით რთული იმ ქალბატონებისთვისაა, ვისი სამსახურიც დიდ სტრესთანაა დაკავშირებული.

თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ცდა ნამდვილად ღირს და შეუძლებელიც არაფერია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები