LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს მეგან მარკლის ყვითელი კაბა, რომელმაც მედიის ყურადღება მიიქცია

559

საქსესის პრინცესა, მეგან მარკლი, ბოლო პერიოდში ოფიციალური შეხვედრებზე ნაზ და ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი სამოსით ჩნდებოდა, მაგრამ ლონდონში “Marlborough House”-ში ახალგაზრდა ლიდერებთან შეხვედრაზე პრინცესა პრინც ჰარისთან ერთად “Brandon Maxwell”-ის ბრენდის ყვითელ, მიდი კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა, მეგანის კაბის ფასი კი 1300 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. პრინცესამ სისადავე სამკაულების არჩევისას შეინარჩუნა და Adina Reyter-ის მინიატურული საყურე მოირგო, ფეხსაცმლის არჩევისას კი კლასიკურ, სექსუალურ სტილს მიანიჭა უპირატესობა და “Manolo Blahnik”-ის 495 ფუნტ სტერლინგად შეფასებული, ღია ფერის, ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა მთლიან ლუქს.

მოდის ექსპერტების აზრით ყვითელი ფერი ჰარმონიულად ერწყმის მეგანის კანის ფერს და ასევე აღსანიშნავია, მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, რომლის თანახმადაც პრინცესას მილიონ დოლარიანი გარდერობი აქვს, ამჯერად მან საშუალო ფასის სამოსზე შეაჩერა არჩევანი.

წყვილი, როგორც ყოველთვის ხელჩაკიდებული წარსდგა საზოგადოების წინაშე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები