LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ბავშვებში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას

105

ბავშვისთვის ნაკლები ყურადღების დათმობა არასრულფასოვნების კოპლექსს იწვევს. თანამედროვე რეალობაში მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რათა შვილებს უკეთესი მომავალი შეუქმნან, რაც ხშირად გრძელ სამუშაო დღეს და თავისუფალი დროის არ ქონას გულისხმობს. ეს ყველაფერი ბავშვებისთვის კეთდება, თუმცა ყველაზე დიდ ზიანსაც მათვე აყენებს. ბავშვები ფიქრობენ, რომ ისინი არ უყვართ, რაც შედეგად არასრულფასოვნების კომპლექსს ანვითარებს. ფსიქოლოგები პრობლემის მოგვარების გზად დროის სწორ ორგანიზებას მიიჩნევენ. მათი აზრით, კვირაში ერთი დღე მაინც მთლიანად შვილებს უნდა ეკუთვნოდეთ და ასევე მნიშვნელოვანი დღესასწაულები თუ მოვლენებიც მშობლებმა მათთან ერთად უნდა გაატარონ. ეს კი როგორც შვილებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები