LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საკითხზე ისაუბრეს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ

29

პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პირისპირ შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები განიხილეს, – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საუბარი შეეხო უშიშროების საბჭოს მომავალ სხდომას, ხურჩაში მომხდარ შემთხვევას, კორცხელის ინციდენტს, ვარშავის სამიტს და საკონსტიტუციო პერიპეტიებს.

”ცხადია, მე მქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ შეხვედრის შემდეგ. მათ განიხილეს საკითხები – ხურჩაში მომხდარი ამბავი, კორცხელში განვითარებული მოვლენები, უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ალბათ უახლოეს მომავალში გაიმართება და ამ სხდომაზე სამივე თანამდებობის პირის დასწრება აუცილებელია, ასევე ის, თუ რა იქნება ვარშავის სამიტის მესიჯები და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული პერიპეტიები. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებული, მოულოდნელი და სკანდალური ამ შეხვედრაში არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი, კარგი, ნორმალური პრაქტიკა, რომ თანამდებობის პირები მიმდინარე საკითხებზე პოზიციებს ცვლიან, მოსაზრებებს უზიარებენ ერთმანეთს და იმედი მაქვს იმ მახინჯ პრაქტიკას აღარასოდეს დავუბრუნდებით, როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე არდასწრების გამო საგარეო ვიზიტებს იგონებდნენ”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ”ქორთიარდ მარიოტში” დახურული შეხვედრა გამართეს. ხელისუფლების პირველი პირები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში თათბირობდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები