LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიქრია ჩიხრაძე: ცოდოები ვართ, რომ ამ უბედურებაში და ჭაობში ჩავრჩეთ, სადაც „ოცნება“ და ივანიშვილი ჩატოვებას გვიპირებს

171
ბიძინა და ფიქრია ჩიხრაძე

„ლელოს“ ერთ-ერთმა წევრის, ფიქრია ჩიხრაძის მოსაზრებით, „ქართული ოცნებისთვის“ ევროკავშირის გზით წასვლა ხაფანგია, რადგან მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ისინი ხელისუფლებას დაკარგავენ და ძალაუფლების ბერკეტებზე გავლენა, როგორც დღეს აქვთ, ვერ ექნებათ.

როგორც ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ევროკომისიის 12 პუნქტზე საუბრისას განაცხადა, თუ აქ ჩავრჩებით და არ გავუწევთ წინააღმდეგობას, ოლიგარქიული მმართველობისთვის გზა ხსნილია.

ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ქართული სახელმწიფოს მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ვინაიდან, შესაძლოა, შესაძლებლობის ფანჯარა ხელიდან გავუშვათ.

„ამ მავნებლურმა ფრაზამ და მესიჯმა „ომში გვითრევენ“ ძალიან დიდი დარტყმა და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ქართულ საზოგადოებას. უკრაინას რომ არ ეომა, უკრაინის ხელისუფლებას და მის გმირს ხალხს რომ არ ჰქონოდა განწყობა, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები სულ სხვა სქემას სთავაზობდა.

ცხადია, რომ აზიის, შუა აზიის რეგიონში მყოფი ქვეყნები და ბალტიისპირეთის ქვეყნები საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, კიდევ უფრო მეტ გარანტიებს ეძებენ მსოფლიოში.

ძალიან მძიმეა ჩვენი მდგომარეობა, ვინაიდან, შესაძლოა, შესაძლებლობის ფანჯარა გავუშვათ ხელიდან. ამას „ქართულმა ოცნებამ“ „ხაფანგი“ დაარქვა. თქვეს, რომ ხაფანგი დაგვიგეს, როდესაც სტატუსი შემოგვთავაზეს.

ერთმანეთს ასცდა ქართული სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ მოტივაცია. მათთვის ევროკავშირის გზით წასვლა ხაფანგია, ხელისუფლებას დაკარგავენ, ვერ ექნებათ ძალაუფლების ბერკეტებზე გავლენა, როგორც დღეს აქვთ.

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

თუ აქ ჩავრჩებით და არ გავუწევთ წინააღმდეგობას, ოლიგარქიული მმართველობისთვის გზა ხსნილია. ეს არ არის ქართველი ხალხის ინტერესი, ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას. ძალიან ცოდოები ვართ, რომ ამ უბედურებაში და ჭაობში ჩავრჩეთ, სადაც გვიპირებს ჩატოვებას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და მმართველი გუნდიდან გასული სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფზეც და მათ განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ე.წ. ამბოხებულების პროექტი ჩაუვარდათ“.

„ირაკლი კობახიძეს დესტრუქციულ რიტორიკაში ვერ აჯობებს ვერავინ. ის ამით ცხოვრობს. ეს არის მისი ყოველდღიური ურთიერთობის ქვაკუთხედი. ვერც ყაველაშვილი, ვერც ხუნდაძე და სუბარი ამას ვერ აღწევს. ელექტორატისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ამ მდარე სველებით თამაში.“ – დასძინა ჩიხრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები