LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი გადაუხადეს დინამოს ჩაკვეტაძეში: ქართველი ტალანტი სუპერგუნდებს სურდათ

29

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ პირველ არხთან ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მსოფლიოს ფეხბურთის გრანდი, მიუნხენის „ბაიერნი“ იწვევდა.

„გიორგის გადაყვანით მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესებული ნამდვილად იყო და არა მხოლოდ ეს კლუბი – მისი გადაბირება სურდათ „ლივერპულს“, „მანჩესტერს“ და „მანჩესტერ სიტის“, „ტოტენჰემს“, „ჰოფენჰაიმს“, „ლევერკუზენს“. ბავარიელებს გიორგის მთავარ გუნდში დამატება სურდათ და ამასაც ხაზი უნდა გავუსვა. რამდენიმე გუნდი აპირებდა, რომ გიორგის ტრანსფერი გამოესყიდა და სანამ გაიზრდებოდა, სხვა კლუბში იჯარით გაეშვა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „გენტი“ ამჯობინა, რადგან თვლიდა, რომ საქართველოს შემდეგ „ბაიერნში“ თამაში ურთულესი იქნებოდა, „გენტში“ კი მეტი შანსი ექნებოდა“, – ამბობს ფიფია.

„დინამოს“ პრეზიდენტმა ბელგიურ „გენტთან“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე დადებული ხელშეკრულების ფინანსური მხარეც გაასაჯაროვა.

„მესმის, რომ ეს ამბავი ყველას აინტერესებს. არაერთგვაროვანი ცნობები ვრცელდება. „ტრანსფემარკტის“ ცნობა, რომ ბელგიელებმა 1,5 მილიონი ევრო გადაიხადეს, არასწორია. რეალურად, ბელგიელებს 700 000 ევროზე შევუთანხმდით. ოღონდ, გიორგის შემდგომი ტრანსფერის 50 პროცენტს „დინამო“ მიიღებს“, – აცხადებს რომან ფიფია პირველ არხთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები