LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენს დახარჯავენ მივლინებაში პრეზიდენტი და პრემიერი

61

საზღვარგარეთ, მივლინებით წასული ქვეყნის პრეზიდენტი სადღეღამისო ნორმის დანამატად 300 დოლარს მიიღებს, პრემიერ-მინიტრი კი – 150 დოლარს. მთავრობამ  საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ახალი წესი დაამტკიცა.

რაც შეხება პარლამენტის თავმჯდომარეს და მის პირველ მოადგილეს, მათი სამივლინებო დანამატი შემდეგნაირად განისაზღვრა: პარლამენტის თავმჯდომარისათვის – 230 ევროს ეკვივალენტი შესაბამის ვალუტაში, მისი პირველი მოადგილისათვის კი – 200 ევროს ეკვივალენტი.

სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და საჭიროების შემთხვევაში,  შესაბამისი ქვეყნის ვიზის ხარჯებისაგან.  30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია საცხოვრებელ ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება,  მხოლოდ მგზავრობის ხარჯები აზღაურდება.

ახალი დადგენილება, ძალაში 1 ივლისიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები