LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს ”გაზპრომი” საქართველოსთან მიღწეულ შეთანხმებაზე?

28

„გაზპრომ ექსპორტი“ საქართველოსთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს რომ მხარეები ტრანსპორტირების საფასურის ფულადი სახით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.

მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთში წელიწადში 2,0-2,2 მ3 გაზის ტრანსპორტირების საფასურის გადახდისა და საქართველოში გაზის მოქნილი პირობებით, 2016 წელთან შედარებით, 1000 მ3-ში 30 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად მიწოდების გარანტორად გამოდის.

შეგახსენებთ, ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას მიმდინარე წლის 10 იანვარს ქალაქ მინკსში შეხვდა.
”გაზპრომთან” მანამდე არსებულ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები