LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აპროტესტებს ნანი ბრეგვაძე: „ნამდვილ ჯუნგლებში ვცხოვრობთ!..“

72

ნანი ბრეგვაძემ „იბერიას“ ეთერში ისაუბრა იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც თბილისშია შექმნილი. მისი აზრით, ჩვენ ჯუნგლებში ვცხოვრობთ. მომღერალს არ მოსწონს ის შენობები, რომლებიც ბოლო დროს შენდება.

„ისეთი გაურკვევლობაა ქალაქში, ნამდვილი ჯუნგლებია, ჯუნგლებში ვართ, წარმოუდგენელი სახლებია, ლამაზი მაინც იყოს. ერთმანეთზეა მიყუდებული, ჰაერი ისედაც არ არის… რას ჰქვია, მომწონს. რომელ შენობას მიჩვენებთ, რომელზეც ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი მშენებლობა და არქიტექტურაა?!. მე მგონია, რომ ეს ქვეყანა, ქალაქი არავის უყვარს. ვინც აშენებს, თუ მისმენენ, ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ეს არის მშენებლობა კი არა, დანგრევა. ანგრევენ ამ ულამაზეს ქალაქს. საერთოდ, წინ უნდა წავიდეთ ყველაფერში და მშენებლობებიც უნდა იყოს, მაგრამ ეს რაღაც საგიჟეთია, ნამდვილი საგიჟეთი“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უსაუბრია თუ არა ამ თემაზე მერთან, დავით ნარმანიასთან, მომღერალმა უპასუხა, რომ ამ თემით თბილისის მერისთვის არ მიუმართავს – „ესეც საკმარისია, რომ ვამბობთ, საშინელებაა, ჰაერი არ არის და ეს ყველამ იცის. ადამიანებმა, ვის ხელშიც არის ეს ყველაფერი, ხალხზეც უნდა იფიქრონ და არა მხოლოდ თავის თავზე. ახლა ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

როგორც ქვაბი, ისეა ჩავარდნილი თბილისი და ამდენი სახლი… მგონია, რომ მართალი ვარ. მე მიყვარს ჩემი ქალაქი, ვერც წარმომიდგენია, სადმე წავიდე და ვიცხოვრო დიდხანს.

ულამაზესია ღამე თბილისი, განსაკუთრებით, როცა ბარათაშვილის დაღმართზე ეშვები. ამას წინათ ინგლისიდან ჩამოვიდნენ სტუმრები, აღფრთოვანდნენ ძველი თბილისით და ქალაქში რომ გამოდიხარ, თითქოს დანგრეულია სისტემა, ისეთი პროექტები კეთდება, ვერ გაიგებ… ვერ ხედავენ, რომ არ არის კარგი? გემოვნებაც საჭიროა…

ძალიან დიდი ტერიტორიაა ქალაქგარეთ, დიდი სივრცე, იქ ააშენონ კარგი სახლები. ყველა სიამოვნებით წავა, რადგან იხრჩობა ხალხი, ხე და პარკი აღარ შემორჩა ამ ქალაქში. ცოტა მოვიდნენ გონს!.. მინდა, შეუყვარდეთ თბილისი, თავისი ქალაქი…“ – აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები