LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში ხარჯავენ ტურისტები ყველაზე მეტ ფულს საქართველოში – შემოსავლები იზრდება

41

2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი შეადგენდა 799 მილიონ დოლარს(ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, – ამის შესახებ ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

“2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.75 მილიარდ (2,751,279,624) დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 6.4%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.5%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%”, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტურისტები ყველაზე დიდ თანხას ხარჯავენ დასვენებასა და კულტურული გართობის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები