LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის რთული საქართველოში ქალობა – „ემიგრანტი ცოლების გამოგზავნილი ფულით საყვარლებს იჩენენ…“

141

პიარის სპეციალისტი თეონა ბაღდავაძე სოციალურ ქსელში წერს თავის მოსაზრებას, როგორ ექცევიან რეალურად ქალებს საქართველოში.

„სულ მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ იშვიათად თუ ვინმე ექცევა თავის ქალებს ისე უსამართლოდ როგორ საქართველო:

ემიგრანტ დედებს, მათი გამოგზავნილი ფულით რო თამაშობენ

ემიგრანტ ცოლებს, მათი გამოგზავნილი ფულით საყვარლებს რომ იჩენენ

საყვარლებს, ამ ფულით ნაყიდ მობილურებს რო ამადლიან

დებს, მოკლე კაბის ჩაცმას რომ უშლიან

დებს, განათლების მიღებაში ხელს რომ უშლიან, ბიჭმა „იქს პიატი“ ხო უნდა იყიდოს

წარმატებულ ცოლებს, გაუკეთებელ ბორშებს რომ ამადლიან

წარუმატებელ ცოლებს, შეუმდგარ კარიერას რო ამადლიან

შვილებს, სხვა ქვეყანაში გადასვლას რომ უშლიან

თავისზე წარმატებულ კოლეგებს, „უეჭველი ვინმესთან წევს“

ლამაზ მეზობელს, სულ სხვადასხვა მანქანას მოჰყავს სახლში

დაღლილ მეზობელს, თმა მაინც ვერ დაივარცხნა, ნაგვის გადასაყრელად რომ გამოდიოდა

გაუთხოვარ ქალს, მაგას ცოლად ვინღა მოიყვანს

გათხოვილ ქალს, ალბათ, ქმარი თავში უჩაჩქუნებს

„ინსტაგრამ“ გოგოს, ეგენი ყველანი ერთნაირები არიან

რთულია საქართველოში ქალობა და ყველანი ვქმნით ამ საზოგადოებას, რომლის თამაშის წესსაც ხშირად უსიტყვოდ ვიღებთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g