LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ემართება დატილიანება სუფთა და ჩუხჩუხა ბავშვს, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს პასუხობს

139

სეუ-კლინიკის“ პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და „მზიურიმედის” პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვას პასუხობს. რატომ ემართებათ დატილიანება იმ პატარებს, ვისი მშობლებიც ჰიგიენურ ნორმებს განსაკუთრებულად იცავენ:

„ჩემო ძვირფასო მშობლებო, ნუ შეიწუხებთ თავს იმაზე ფიქრით, თუ რატომ დაემართა დატილიანება მაინცდამაინც თქვენს, სუფთა და ხუჩხუჩა, ჰიპერაპეკით და ჰიგიენაზე განსაკუთრებულად აქცენტირებულ შვილს… ყველაფერი შეიცვალა, მოდა, მიმდევრობები, ცხოვრების სტილი, ზოგადად აზროვნება, ტილებმაც მოახდინეს თავისი გემოვნების მოდერნიზაცია და შეუყვარდათ ფრანგული სურნელი, განსაკუთრებული რუდუნებით შერჩეული სურნელოვანი და ძვირადღირებული შამპუნით დაბანილი ბავშვების სრიალა თმა და გადაწყვიტეს საცხოვრებელი პირობების შეცვლა, ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე, ტილებსაც უნდათ კარგი ცხოვრება, ბოლოსდაბოლოს😂😂😂😂მიყვარხართ მე თქვენ და თქვენი შვილები, არ იდარდოთ, ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი <3“, –  წერს ინგა მამუჩიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები