რატომ შემცირდა თხილის ექსპორტი – მინისტრის განმარტება

85

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი თხილის მოსავლის შემცირებას აზიურ ფაროსანასა და სხვადასხვა ბაქტერიული ტიპის სოკოვან დაავადებებს უკავშირებს.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროს სტრუქტურები მუშაობენ, რათა 2018 წელს თხილის მოსავალი უკეთესი იყოს.

“მრავალი გამოწვევაა, რაც უკავშირდება დაავადებებს, მავნებლებს. აზიური ფაროსანა არის ერთ-ერთი, რომელიც მონაწილეობდა თხილის რაოდენობის შემცირებაში. ასევე მასზე იმოქმედა სხვადასხვა ბაქტერიული ტიპის სოკოვანმა დაავადებებმა. მთელი ჩვენი სტრუქტურები ფერმერებს ყველა სახის ინფორმაციას აწვდიან, რათა 2018 წელს უკეთესი მოსავალი გვქონდეს”,- განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, ექსპორტის რიცხვი 2017 წელს კრიტიკულად დაბალი არ არის.

“თხილის ექსპორტი გასულ წელს იყო 24 000 ტონა, შარშან კი 17 000 ტონა. ეს არ არის კრიტიკულად მცირე რიცხვი. თუმცა, ჩვენ როდესაც გვაქვს ამბიციური გეგმა ექსპორტის ზრდის მათ შორის თხილის მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ამ მიმართულებით და სამინისტრო ამაზე მუშაობს ინტენსიურად. ფერმერებთან ასობით შეხვედრა და ტრენინგი ჩატარდა იმისთვის, რომ ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს სწორად აგრო ღონისძიებები იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის და მეტი რაოდენობის პროდუქტი მივიღოთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა წელს უფრო მომზადებულია ვიდრე შარშან ან გასულ წლებში”,- აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები