LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რეზინობანა”, “წრეში ბურთი” და სხვა თამაშები თბილისის ქუჩებში ბრუნდება

1728

თბილისის სხვადასხვა უბანში ბავშვებისთვის „ჩემი ეზოს თამაშები“ გაიმართება. ღონისძიებების ფარგლებში 6-დან 16 წლამდე მოზარდები 90-იანი წლების ეზოს თამაშებს ინსტრუქტორებთან და ანიმატორებთან ერთად ითამაშებენ.

ამ მიზნით, საკრებულო პროექტ “სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული კომპანიის, „თამაშობანას“ წარმომადგენლებთან ითანამშრომლებს. ისინი ბავშვებს დაეხმარებიან ისეთი თამაშების ორგანიზებაში, როგორიცაა „რეზინობანა“, „წრეში ბურთი, „ამის პატრონმა რა ქნას“, „ორდროშობანა“ და სხვა.

“ჩემი ეზოს თამაშები” შაბათს ზღვის უბნიდან („თემქა“) დაიწყება და ეტაპობრივად მთელ ქალაქს მოიცავს. შეჯიბრების შესახებ სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლები წინასწარ, გამგეობის თანამშრომლებისა და ამხანაგობების თავმჯდომარეების საშუალებით შეიტყობენ.

ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ თამაშების დაწყების შედეგად ბავშვები კომპიუტერების ნაცვლად დროის დიდ ნაწილს ეზოში, ფიზიკურ აქტივობებში გაატარებენ.

„თამაშობანა“ არის ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და  ბავშვებისა და უფროსებს საგანმანათლებლო და გასართობ თამაშებს სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები