LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი იმპორტი შემცირდა საქართველოში?

105

მსუბუქი ავტომობილების შესყიდვების  ტემპი შემცირდა.  ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია ნათქვამი.

სებ-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების შესყიდვების კლების ტემპმა იმატა და ოქტომბერში  58.3% შედაგინა. ”2015 წლის ოქტომბერში, იმპორტირებული საქონლის 8.8% მოდიოდა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რომელთა შესყიდვები წლიურად კვლავ შემცირდა და კლებამ 30.2% შეადგინა. აღნიშნული სრულად განაპირობა ფასის მნიშვნელოვანმა შემცირებამ, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებელი გაზრდილია.  მცირედით შემცირებულია ბუნებრივი აირის იმპორტი. ასევე შემცირდა სამკურნალო საშუალებების იმპორტი, ხოლო სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შესყიდვებმა, რომლის უდიდესი ნაწილი რეექსპორტზე გადის, საპირისპიროდ, მოიმატა, ”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში იმპორტი ყველა მიმართულებიდან შემცირებულია. მათ შორის, კლების განსაკუთრებით მაღალი ტემპები დაფიქსირდა უკრაინისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში (34.2 % და 27.4%) იმპორტი მაღალი ტემპებით (20-50 %) შემცირდა იტალიიდან, რუმინეთიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და ბელგიიდან.

იმპორტის საერთო კლების ფონზე აღსანიშნავია ზრდა რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში. კერძოდ, იმპორტი გაიზარდა ინდოეთიდან (ჰიდროტურბინები), თურქმენეთიდან (ნედლი ნავთობი) და პორტუგალიიდან (სპილენძის მადნები და კონცენტრატები). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოქტომბერში, იმპორტის დივერსიფიკაცია ქვეყნების მიხედვით მცირედით გაუარესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები