LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა შვილს ახალ მერსედესზე და ბეემვეზე წამოასკუპებთ, მოძრაობის წესები და ზრდილობაც აუხსენით”

90

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ახალგაზრდების კიდევ ერთ პრობლემაზე წერს. ისტორია, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ყვება, 17-18 წლის ბიჭებს და ავტომობილთან მათ ქცევას ეხება.

გრძელიშვილი მშობლებს მოუწოდებს, სანამ ბავშვებს ახალ მანქანაზე “მოსვამენ”, მანამდე მოძრაობის წესები და ზრდილობაც აუხსნან.

“ვდგავარ შუქნიშანთან, პატიოსნად. არ მიყვარს, ყვითელზევე რო მოწყვიტავენ ხოლმე – საშიშია, ან გზაზე არ გადმოდიოდეს ვინმე, ან გზაჯვარედინზე ნაგვიანებ მანქანას არ გადააწყდე. ჰოდა, ასე რომ ვდგავარ, ამიტეხა ჭყვიტინი უკანა მანქანამ. რა თქმა უნდა, სარკეშიც არ გამიხედავს, მწვანეს დავუცადე და დინჯად დავიძარი. ამან, უკანამ გამბული სიგნალებით გადამისწრო – შევხედე, 17-18 წლისანი იყვნენ. წინ ბიჭები ისხდნენ, უკან გოგონები. ეს ბიჭი ხელებს მიქნევდა. გავატარე. თათა მეჯდა გვერდით და მოკლე სიგნალით დავკმაყოფილდი. წინ ხო ჩამიდგა და ისა, მარჯვენა ლაწირაკი ისევ გადმოყოფილი ხელით აგრძელებდა ჟესტიკულაციას. მერე ეტყობა მუღამში შევიდა, ფანჯრიდან ბეისბოლის ბიტა გადმოყო და ახლა იმას ატრიალებდა. აქ კი გადამეკეტა – მივამანევრე და გვერდით ამოუდექი. ვეკითხები რა გინდოდა მეთქი? – ძაან დაიბნა. არა, თქვენ არა, თქვენგან არაფერიო. მეთქი აბა ჰობი გაქვს შვილო, ბიტას ანიავებ მეთქი? ბოდიშიო, ჩაილუღლუღა. ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა – ამ და სხვა მსგავსი “ბავშვების” მშობლების გასაგონად: როცა შვილს ახალ ქამრიზე, მერსედესზე და ბეემვეზე წამოასკუპებთ, მოძრაობის წესები და ზრდილობაც აუხსენით. თორემ ვინმე ჩემზე სუსტ ნერვიანი შეხვდება და ბიტას თავზე გადაამტვრევს. მერე გვიანი იქნება “ბავშვი გაუბედურდა”, და მისთანანი”, – წერს დაჩი გრძელიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები