LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავხარჯოთ კალორიები „სასიამოვნოდ“

2670

ფიზიკური აქტივობა ნებისმიერი წონაში კლებისა და წონის შენარჩუნების პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვარჯიშის დროს ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება, შესაბამისად – მეტი კალორია იხარჯება, რის შედეგადაც ადამიანის წონა იკლებს.

მაგალითად – 3.500 კალორია უდრის დაახლოებით 0.45 კგ ცხიმს. თქვენ უნდა დაწვათ 3.500 კალორიაზე მეტი, რომ მოიკლოთ 0.45 კგ. ასე რომ, თუ თქვენს დიეტას დღიურად მოაკლებთ 500 კალორიას, 1 კვირის შემდეგ თქვენი სხეულის წონა 0.45 კგ-თი შემცურდება.

დიეტა თუ ვარჯიში:

ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დიეტას უფრო მეტი ეფექტი აქვს წონაში კლების დროს, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში ხელს უწყობს ორგანიზმს, აღარ მოხდეს წონაში მატება დიეტით ზედმეტი კილოგრამების დაკლების შემდეგ.

სპეციალისტები ჯანმრთელ მოზრდილ ადამიანებს ვარჯიშისთვის შემდეგ რჩევებს აძლევენ:

 

დაკავდით აერობიკით. კვირაში სულ მცირე 150 წუთი უნდა ივარჯიშოთ ზომიერი დატვირთვით, 75 წუთი კი უფრო აქტიური და ენერგიული კარდიოვარჯიშებით.

ძალოსნური ვარჯიშს შეგიძლიათ კვირაში ორჯერ მიმართოთ, თუმცა, აუცილებელი არც იქნება, თუ მაღაზიიდან მძიმე ჩანთების წამოღება მოგიწევთ, ან – დღის განმავლობაში საკუთარ ბოსტანსა თუ ბაღში იმუშავებთ.

საუკეთესო შემთხვევაში, ყოველ დღე 30 წუთიანი ვარჯიში იდეალურ შედეგამდე მიგიყვანთ.

გახსოვდეთ, რომ ადამიანი კალორიას ნებისმიერი მოძრაობისას ხარჯავს. ამიტომ, თუ თქვენთვის ვარჯიში ძალიან მოსაბეზრებელი და რთულია, შეგიძლიათ, პრობლემის მოსაგვარებლად სხვა გზა აირჩიოთ.

გთავაზობთ ცხრილს, რომლის მიხედვითაც დაახლოებით განსაზღვრავთ, 1 საათის მანძილზე რა მოქმედებით რამდენ კალორიას წვავს ორგანიზმი :

 

მოქმედება (1-საათის მანძილზე) ადამიანის წონა და დახარჯული კალორიები
   (73 კგ)  (91 კგ)  (109 კგ)
აერობიკა,მაღალი დატვირთვით 533 664 796
აერობიკა მცირე დატვირთვით 365 455 545
აკვა-აერობიკა 402 501 600
ზურგჩანთით ლაშქრობა 511 637 763
კალათბურთი 584 728 872
ველოსიპედი< 10 მ/სთ 292 364 436
ბოულინგი 219 273 327
კანოეთი ცურვა 256 319 382
ცეკვა 219 273 327
ელიპტიკური ვარჯიში 365 455 545
ფეხბურთი 584 728 872
გოლფი 314 391 469
ლაშქრობა 438 546 654
ციგურებით სრიალი 511 637 763
ბადმინტონი 511 637 763
წონებით ვარჯიში 365 455 545
გორგოლაჭებით სეირნობა 548 683 818
ლახტით ხტუნვა 861 1,074 1,286
სირბილი, 5 მ/სთ 606 755 905
სირბილი, 8 მ/სთ 861 1,074 1,286
თხილამურებით სრიალი 496 619 741
ტაე კვან დო 752 937 1,123
ტენისი 584 728 872
ხელბურთი 292 364 436
ფეხით სიარული, 2 მ/სთ 204 255 305
სიარული, 3.5 მ/სთ 314 391 469
იოგა, ჰათჰა 183 228 273
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები