LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავაბედნიეროთ საკუთარი შვილი

301

რა თქმა უნდა, ნებისმიერი მშობელი ოცნებობს საკუთარი შვილის ბედნიერებაზე, თუმცა ბევრმა არ იცის, როგორც მოიქცეს ან რა უთხრას პატარას, ისე რომ ზედმეტად არ გაანებივროს, თუმცა დაიმსახუროს მისი სიყვარული და ბედნიერი ღიმილი.

ხშირად უთხარით საკუთარ შვილს:

* მაშინაც ძალიან მიყვარხარ, როცა გაბრაზებული ვარ შენზე

* ნებისმიერი ბავშვის არჩევა რომ შემეძლოს, მაინც შენ აგიჩევდი

* მაშინაც მიყვარხარ, როცა შორს ხარ ჩემგან. გახსოვდეს, რომ ჩემი სიყვარული ყოველთვის შენთანაა

* ძალიან მომეწონა დღეს შენთან თამაში

* მიხარია, რომ მთელი დღე თამაშის ნაცვლად მე მეხმარებოდი

სიამოვნებით მოუყევით:

* მისი დაბადების ისტორია

* როგორ შეარჩიეთ მისთვის სახელი

* როგორი იყავით თვითონ მის ასაკში

* როგორ გაიცანით მისი მამაიკო

* რას საქმიანობთ ახლა

* საკუთარი გეგმები

ყურადღებით მოუსმინეთ:

* ყოველთვის, როცა მოგმართავთ

* უფრო დიდხანს, ვიდრე მოთმინება გყოფნით

* რას ჰყვება ბავშვი საკუთარ სათამაშოებზე და დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული სათამაშო მისთვის

* შეკითხვას, რომელზე პასუხიც მისთვის აუცილებელია

* გრძნობას, რომელსაც ბავშვი სიტყვებით გამოხატავს

ჰკითხეთ ინტერესით:

* როგორ გგონია, რატომ მოხდა ასე?

* როგორ ფიქრობ, რა მოხდება რომ..?

* რაზე ფიქრობ ახლა?

* ყველაზე მეტად რა მოგეწონა დღევანდელ დღეს?

აჩვენეთ:

* აკრძალვის ნაცვლად, აჩვენოთ როგორ გააკეთოს სწორად

* რომ საკუთარი თავის მოვლა და მოწესრიგება ყოველთვის აუცილებელია

* როგორ მოძებნოს ინფორმცია, როცა კითხვაზე არ აქვს პასუხი

* როგორ უყვართ მის მშობლებს ერთმანეთი

გამონახეთ დრო და…

* ერთად გაისეირნეთ

* გააცანით ცხოველები ზოოპარკში

* დაიხმარეთ მისი საყვარელი ნამცხვრის გამოცხობაში

* უბრალოდ მის გვერდით ჩამოჯექით, როცა ის თამაშობს

გაახარეთ ბავშვი:

* გაუკეთეთ სიურპრიზი და დაახვედრეთ ოთახში საყვარელი ტკბილეული

* მოამზადეთ მისი საყვარელი კერძი და თეფშზე „სმაილიკის“ ფორმით მოათავსეთ

* ითამაშეთ მასთან ერთად იატაკზე

ნუ შეახსენებთ:

* დანაშაულის გრძნობას

* ძველ შეცდომებს

არ დაგავიწყდეთ :

* გაიღიმოთ, როცა თქვენი პატარა ოთახში შემოდის

* დარწმუნდით, რომ გისმენთ როცა ესაუბრებით

* ხშირად მოეფერეთ და მიეცით უფლება თვითონაც მოგეფეროთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები