LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჰგავს ერთმანეთს დათუნა სულიკაშვილისა და ამერიკელი დიზაინერის შექმნილი სამოსი (ფოტოები)

468

ახლახან დათუნა სულიკაშვილმა თავისი ახალი კაბები წარადგინა საზოგადოების წინაშე. მათი გამაერთიანებელი შტრიხი არის ძალიან დიდი ყვავილი, რომელიც კაბებს წინ აქვთ დამაგრებული. ერთ-ერთი ამგვარი კაბა ლელა წურწუმიას „იქს ფაქტორის“ გადაცემაზე ეცვა და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია, მეორე კი დათუნამ საჩუქრად ნანუკა ჟორჟოლიანს გაუგზავნა, რომელიც ტელეწამყვანმა სიამოვნებით მოირგო საკუთარ დაბადების დღეზე, ხოლო დათუნას დიდი მადლობა გადაუხადა „ფეისბუქის“ საშუალებით.

ახლახან აშშ-ში BET Awards გაიმართა, პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონია, სადაც ერთ-ერთი სერიალის „ფორთოხლისფერი ახალი შავია“ ვარსკვლავი, დომენიკური წარმოშობის ამერიკელი მსახიობის, დაშა პოლენკოს თეთრი ანსამბლი საუკეთესო ჩაცმულობად აღიარეს. დაშას შარვალი და პიჯაკი ეცვა, რომელსაც ძალიან დიდი ზომის ყვავილი ამშვენებდა. ეს ჩაცმულობა და დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი სამოსი ერთმანეთს მივამსგავსეთ და მათ ერთობლივ ფოტოკოლაჟს გთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ დაშა პოლენკოს ჩაცმულობაზე ამერიკელმა დიზაინერმა Bishme R. Cromartie-მ იმუშავა. დიზაინერმა დიდი ყვავილები თავის კოლექციაში 2015 წლიდან შეიტანა და ეს დეტალი კოლექციაში გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე მოდის ტენდენციები იცვლება და დიზაინერებისთვის გარკვეული კანონები არსებობს, რომელთა ფარგლებში ისინი საკუთარ კოლექციებს ქმნიან, ტენდენციები კი ერთია, თუმცა სრულ კოპირებას ამ სამყაროში არავინ მიესალმება.

 

დათუნა სულიკაშვილის სამოსი

Bishme R. Cromartie

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები