LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევაყვაროთ ბავშვს სკოლა – საინტერესო რჩევები დედებს

718

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სკოლაში ადაპტაციის პერიოდი უმნიშვნელოვანესია ყველა ბავშვისთვის. განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც სკოლაში პირველად მიდის. ცნობილია, რომ ადაპტაციის პერიდოი 3-4 კვირიდან 2-3 თვემდე გრძელდება. ამ დროს პატარებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული ყურადღება მშობლების მხრიდან.

  1. მნიშვნელოვანია პირველკლასელთათვის დღის სწორი რეჟიმის განსაზღვრა. გამომდინარე იქიდან, რომ ის ადრე დგება და დღეც მისთვის ემოციურად უფრო დატვირთულია, საღამო სასურველია დიდხანს გაატაროს სუფთა ჰაერზე. ძილის ხანგრძლივობა კი არ უნდა იყოს 11 საათზე ნაკლები.
  2. ნუ შეუზღუდავთ თამაშებს. როგორც წესი, მშობლები ცდილობენ ბავშვებს შეუზღუდონ თამაშის დროს და ამას სასკოლო რეჟიმით ხსნიან. ამ დროს ბავშს უჭირს რადიკალური ცვლილებები, რაც ხშირად დეპრესიის მიზეზი ხდება. გახსოვდეთ, რომ ეს სკოლის პირველი წელია და ბავშვი თამაშით კვლავ ბევრ რამეს სწავლობს.
  3. აქტიურად ჩაერთეთ სწავლის პროცესში. შეაქეთ მისი ყველა მცდელობა, გაამახვილეთ ყურადღება მის ძლიერ მხარეებზე.
  4. აქტიურად ჩაერთეთ სასკოლო ცხოვრების რეჟიმში. მუდმივად ესაუბრეთ მასწავლებლებს და გაიგეთ, რა პრობლემებს აწყდებიან თქვენი შვილები. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ბავშვის დახმარება.
  5. დაეხმარეთ თქვენს შვილებს გაითავისონ სასკოლო წესები. დეტალურად განუმარტეთ, თუ რისთვისაა ისინი აუცილებელი.
  6. დაინტერესდით ყველა დეტალით. კითხეთ, როგორ ჩაიარა სასწავლო პროცესმა. რა აითვისა მარტივად და რა მოეჩვენა სირთულედ.
  7. დაეხმარეთ პატარებს, დაალაგონ ურთიერთობა თანაკლასელებთან.
  8. არასოდეს ისაუბროთ ცუდად მასწავლებლებზე ბავშვის თანდასწრებით. სწორედ მასწავლებლის ავტორიტეტზეა დამოკიდებუილი, როგორ ისაწვლის თქვენი შვილი სამომავლოდ.
  9. მართეთ საკუთარი ემოციები. ხშირად მშობლის შფოთვითი მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე და ცხადია მის განწყობაზე.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები