LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია აზერბაიჯანში ავარიაში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა

46

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც აზერბაიჯანში ავტოავარიაში მოყვნენ, სტაციონარში არიან გადაყვანილი, ამის შესახებ „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა სხეულის დაზიანება მიიღეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კლინიკაში დაშავებულები უკვე მოინახულეს ვიცე-კონსულმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.

„ საელჩო პირდაპირ კონტაქტზეა დაზარალებულების ოჯახის წევრებთან”, – განუცხადეს „ფორტუნას“ სამინისტროში.

 

 

 

პოპულალურები