LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან კაკულია – სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება

62

სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება, – ამის შესახებ დეპუტატმა რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრის მოადგილეები შეასრულებენ სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ მოვალეობებს, სამინისტროების ფუნქციაში კი თვისობრივად ახალი ცვლილებები დაგეგმილი არ არის და ამ საკითხზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა. ჟურნალისტების კითხვაზე – რატომ აკეთებდნენ სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანის ფუნქციებთან დაკავშირებით განცხადებებს, კაკულია განმარტა, რომ ეს მხოლოდ ინტერპრეტაციებია.

„ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე დეპუტატმა განცხადება გააკეთა სახელმწიოფო მდივნის ფუნქციებთან დაკავშირებით. უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი არ გამორიცხავდა, რომ მომხდარიყო რამდენიმე მიმართულებით სახელმწიფო მდივნის წარდგენა და რომ მათ არ ექნებოდათ პოლიტიკური დატვირთვა და არ შეეხებოდა საკადრო პოლიტიკური ცვლილებები. სხდომის დაწყებამდე უმრავლეობის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ამასთან დაკავშირებით პოზიციები საბოლოოდ შეჯერებული არ იყო, ისევე, როგორც შეჯერებული არ იყო, თუ როგორ მოხდებოდა სახელმწიფო მდივნის პოსტზე კანდიდატურის წარდგენა, ეს იქნებოდა არჩევით თუ დანიშვნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები